About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 64 blog entries.

თეგეტა ჰოლდინგის მენეჯერებისთვის BDO Academy-მ კურსი „ფინანსები მენეჯერებისთვის“ ჩაატარა

2022-05-25T16:30:16+04:00

თანამშრომელთა განვითარების პროექტის ფარგლებში, თეგეტა აკადემიამ დააორგანიზა ტრენინგი თემაზე „ფინანსები მენეჯერებისთვის“, რომლის მიზანი კომპანიის თანამშრომლებისთვის ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპების შესწავლა და პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შეძენა იყო. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა მიხეილ ჟუჟუნაშვილმა - BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერი, კურსის „ფინანსები მენეჯერებისთვის“ განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსების ცოდნა კომპანიის მენეჯმენტისთვის? ფინანსური ანგარიშგების სწორი აღქმა და კომპონენტების მიმოხილვა ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა და ანალიზი ხარჯთაღრიცხვა მომავლის პროგნოზირება ინვესტიციების შეფასება BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის [...]

თეგეტა ჰოლდინგის მენეჯერებისთვის BDO Academy-მ კურსი „ფინანსები მენეჯერებისთვის“ ჩაატარა2022-05-25T16:30:16+04:00

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ფინანსურ საკითხებზე ვებინარები ჩაატარა

2022-04-13T19:17:27+04:00

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ფინანსების მართვის პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ვებინარების სერია თემებზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის და 2021-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები. ფინანსების სფეროში სიახლეების გაცნობის მიზნით, ვებინარი ჩატარდა TBC Bank-ის ბიზნეს მომხმარებელთათვის, კერძოდ ბუღალტრებისთვისა და ფინანსისტებისთვის. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული სემინარების სპიკერებმა: ივანე ჟუჟუნაშვილმა - BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი, და დავით დარსაველიძემ - BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება, ისაუბრეს თემაზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საიჯარო აქტივების ან იჯარის შემცველი აქტივების დაიდენტიფიცირება საიჯარო აქტივებისა და ვალდებულებების თავდაპირველი შეფასება იჯარის ვადა საიჯარო ვალდებულებებისა და გამოყენების უფლების მქონე აქტივის შემდგომი და [...]

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ფინანსურ საკითხებზე ვებინარები ჩაატარა2022-04-13T19:17:27+04:00

გადასახადების სავარაუდო დარიცხვა – ცვლილება ბრძანებაში

2022-03-28T12:43:43+04:00

6 და 8 აპრილს ვატარებთ 2020-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ სემინარს, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 იანვარს გამოქვეყნებული ბრძანებით №18 ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 37-ე, მე-40 და 74-ე მუხლებში. ცვლილებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების წარუდგენლობა აღარ უთანაბრდება ნულოვანი დეკლარაციის წარდგენას. დღგ-ის დეკლარაციის შემთხვევაში ეს წესი მოქმედებს 2020 წლის ნოემბრიდან, თუმცა ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დებულებები არ ვრცელდება მხოლოდ ისეთ საწარმოებზე, რომლებიც იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მათი ლიკვიდაციის პროცესი. მოცემულმა ცვლილებამ განაპირობა [...]

გადასახადების სავარაუდო დარიცხვა – ცვლილება ბრძანებაში2022-03-28T12:43:43+04:00

დეკლარაციების წარუდგენლობა – ცვლილება ბრძანებაში

2022-03-28T11:02:45+04:00

BDO Academy-ში ტარდება კურსი: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები. 2022 წლის 28 იანვარს გამოქვენდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №18, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, აღნიშნული ბრძანების 11(1) მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი. მოცემული მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი. ცვლილებით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს [...]

დეკლარაციების წარუდგენლობა – ცვლილება ბრძანებაში2022-03-28T11:02:45+04:00

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №9

2022-03-28T11:03:49+04:00

BDO Academy-ში გთავაზობთ კურსს: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები. მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით დაემატა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9. აღნიშნული ცვლილების გამოყენება სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი. ამ მეთოდური მითითების თანახმად, კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, [...]

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №92022-03-28T11:03:49+04:00

პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და გონივრული მისადაგება – საქართველოს შრომის კოდექსი

2022-01-05T12:27:54+04:00

2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბევრი საინტერესო სიახლე მოიცვა. გაიზარდა დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი. ამ კუთხით განჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22) და გონივრული მისადაგება (მუხლი 9). ორივე ცვლილება თავისი შინაარსით უნიკალურია და უცხოა კოდექსის ადრეული ვერსიებისთვის. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22) საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ ზოგად დანაწესს მოსდევს უფრო „ვიწრო“ შინაარსი, რომლის მიხედვითაც შვებულების დასრულების შემდეგ: ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს [...]

პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და გონივრული მისადაგება – საქართველოს შრომის კოდექსი2022-01-05T12:27:54+04:00

არარეზიდენტი პირების დაბეგვრა ახალი დღგ-ის კარის მიხედვით

2022-01-05T12:28:55+04:00

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული დღგ-ის ახალი კარის თანახმად, არარეზიდენტ დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან და ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა. 2021 წლამდე არსებული რეგულაციებით კი, არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებაზე საქართველოში ვრცელდებოდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის იგივე წესი, რაც გამოიყენებოდა რეზიდენტ საწარმოებსა და მეწარმეებზე, თუ მათ მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-9 ნაწილი. BDO Academy-ში ვატარებთ სემინარს: არარეზიდენტი პირების დაბეგვრა, რომლის მიზანია [...]

არარეზიდენტი პირების დაბეგვრა ახალი დღგ-ის კარის მიხედვით2022-01-05T12:28:55+04:00

დღგ-ის ჩათვლის მიღების განახლებული რეგულაცია

2022-01-05T12:30:02+04:00

BDO Academy-ში ტარდება საგადასახადო კოდექსის პროფესიონალური კურსი. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედი დღგ-ის ახალი რეფორმით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შესყიდული ძირითადი საშუალებების მიხედვით ჩათვლის მიღების განახლებული რეგულაცია. ამ რეგულაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პერიოდიდან (შენობა-ნაგებობა - 10 წელი, სხვა ძირითადი საშუალებები - 5 წელი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ: დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია [...]

დღგ-ის ჩათვლის მიღების განახლებული რეგულაცია2022-01-05T12:30:02+04:00

MS Excel-ის 30 სასარგებლო Shortcut

2023-03-10T15:19:27+04:00

ექსელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოველდღიურად გამოყენებადი პროგრამაა, რომელსაც როგორც ჩარტების შესაქმნელად, ასევე მონაცემების გასაანალიზებლად, მოხსენებების წარსადგენად და მრავალი მსგავსი ოპერაციების განსახორციელებლად ვიყენებთ. აღნიშნული პროცესები ნამდვილად შრომატევადი საქმიანობაა, ამიტომაც გაგიმზადეთ 30 სასარგებლო „შორთქათი“, რითაც შეგიძლიათ მარტივად იხელმძღვანელოთ. MS Excel-ის Shortct-ები („შორთქათები“) არის კლავიატურაზე ერთი, ორი ან მეტი ღილაკის კომბინაცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევასრულოთ ექსელის ესა თუ ის ფუნქცია სწრაფად, მარტივად და „მაუსის“ გამოყენების გარეშე. „შორთქათების“ მეშვეობით ჩვენი სამუშაო ექსელში ხდება უფრო სწრაფი, ეფექტური და მაქსიმალურად კონცენტრირებული მიმდინარე დავალებაზე. ექსელის მოყვარულებსა თუ ექსპერტებს შორის, „მაუსის“ გარეშე მუშაობა გარკვეული სტატუსის აღმნიშვნელიც კი არის. თუ სრულყოფილად გსურთ ექსელის შესწავლა, შემოგვიერთდით კურსზე: სპეციალისტი MS Excel-ში. ამ [...]

MS Excel-ის 30 სასარგებლო Shortcut2023-03-10T15:19:27+04:00

ცვლილება საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების შესახებ

2022-01-05T12:31:17+04:00

BDO Academy-ში ვატარებთ სემინარს - საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები ცვლილება საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების შესახებ 2021 წელს ამოქმედებულ დღგ-ის ახალი რეფორმით განისაზღვრა საქონლის იმპორტის შემთხვევაში, საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომლებიც გაიწეოდა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე, შეიტანებოდა საქონლის საბაჟო ღირებულებაში და ექვემდებარებოდა გათავისუფლებას - დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. 2021 წლის 16 ივლისის ცვლილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანების 112-ე მუხლს დაემატა 49-ე ნაწილი, რომლის თანახმადაც განიმარტა: აღნიშნული შეღავათი შეეხება არა მხოლოდ იმ სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც საბაჟო საზღვრამდეა გაწეული და შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, არამედ ყველას, რომლებიც შეტანილია საქონლის [...]

ცვლილება საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების შესახებ2022-01-05T12:31:17+04:00