„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერთა რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, BDO Academy-მ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ტრენერების ტრენინგი.

სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა ელენე ზერეკიძემ – BDO კონსალტინგის ტრენინგების უფროსი კონსულტანტი, კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • ტრენინგ საჭიროებების დადგენა
  • საკუთარი მასალების შექმნა ტრენინგის ხარისხიანად ჩასატარებლად
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • სტრესის მართვა
  • მსმენელების შეფასების სისტემა
  • ტრენინგის უკუკავშირის ფორმა
  • PPT-ისა და სხვა დამხმარე ვიზუალური მასალების შექმნა.

BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.