პირდაპირი მარკეტინგის წესები და პირობები

რას ნიშნავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა

  • თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ უფლებას გვაძლევთ თქვენი პერსონალური მონაცემები დავამუშავოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. მონაცემების დამუშავების შედეგად მიიღებთ სხვადასხვა ხასიათის შეტყობინებებს/შეთავაზებებს;
  • თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • თუ თქვენ დაეთანხმებით ბიდიო აკადემიისგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას, მიიღებთ თქვენთვის პერსონალიზებულ, თქვენზე მორგებულ და უნიკალურ შეთავაზებებს, მათ შორის, ახალი, თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსების, ტრენინგების ან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას და თქვენთვის საინტერესო ფასდაკლებებს.

როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე დათანხმება

  • წინამდებარე პირობების გაცნობისას შეგიძლიათ მონიშნოთ ველი „ვეთანხმები“;
  • აღნიშნული ველი არ არის სავალდებულო და თქვენ შეძლებთ მისი მონიშვნის გარეშეც მიიღოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, სილაბუსი ან გაიაროთ რეგისტრაცია ბიდიო აკადემიის ვებგვერდზე.

როგორ შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმა ან უკვე გაცემული თანხმობის გამოხმობა

  • თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ უკვე გაცხადებულ თანხმობას, ჩვენ არ/აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და არ/აღარ მიიღებთ შეტყობინებებს/შეთავაზებებს, მათ შორის, ჩვენი პროდუქტების შესახებ;
  • როდესაც თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე დანართის ღიად დატოვებით. თუ თქვენთვის მოწოდებულ დანართზე არ მოაწერთ ხელს, თქვენ ამით უარს განაცხადებთ პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ინფორმაციის დამუშავებაზე. ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება მითითებული თქვენი არჩევანის შესაძლებლობა;
  • თუ უკვე გაქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და გსურთ გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცხადებული თანხმობა მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, შეგიძლიათ შეავსოთ წინამდებარე ფორმა, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება ბიდიო აკადემიის ვებგვერზე;
  • თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.