LEAN მენეჯმენტის კურსი ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის
nmishveladze@bdo.ge2022-07-13T14:46:11+04:00BDO Academy-მ ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის, გუნდის ლიდერების განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე - LEAN მენეჯმენტი. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, შეესწავლათ ლინ მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოემუშავათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის. ლინ მენეჯმენტი მართვის ფილოსოფიაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს. მომავალში მონაწილეებისთვის ჩატარდება შემდგომი სესიები და ტრენერთან ერთად იმუშავებენ პროექტებზე.