About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 64 blog entries.

მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის ცვლილება

2023-03-27T12:27:54+04:00

2022 წლის 6 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენისას „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთის“ დანართში შემდეგი გრაფების შევსება:  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს. ძირითადი საშუალებების ნაშთი წლის ბოლოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან ხსენებული გრაფების შევსების გარეშე შეიზღუდება მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის გადაგზავნა. 1. რა ვადაში ხდება დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ? საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს. 2023 წლის მარტის დეკლარაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა 18 [...]

მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესის ცვლილება2023-03-27T12:27:54+04:00

რა უნდა ვიცოდეთ ACCA Performance Management-ის გამოცდის შესახებ

2023-03-09T18:11:35+04:00

ACCA კვალიფიკაცია, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელიც გიხსნით დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ACCA-ის კვალიფიკაციის მისაღებად კანდიდატებს 14 გამოცდის ჩაბარება უწევთ, მათ შორის არის - ACCA Performance Management, რომლის შედეგადაც კანდიდატებს აქვთ საშუალება აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია მენეჯერულ აღრიცხვაში. ამ ბლოგში გთავაზობთ მცირე გზამკვლევს, რომელიც ACCA Performance Management-ის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ. 1. რა საკითხებს მოიცავს ACCA Performance Management (F5)-ის გამოცდა ? ACCA PM-ის გამოცდის მეშვეობით კანდიდატს აქვს საშუალება გაიმყაროს ცოდნა, ისეთი მნიშნველოვანი თემების გარშემო, რომლებიც ყოველდღიურად გამოყენებადია სამუშაო პროცესში. ACCA PM-ის საგამოცდო თემებია: Management Information Systems and Data Analytics Specialist Cost and Management [...]

რა უნდა ვიცოდეთ ACCA Performance Management-ის გამოცდის შესახებ2023-03-09T18:11:35+04:00

ყველაფერი PMP-ის საერთაშორისო გამოცდის შესახებ

2022-10-07T11:13:38+04:00

Project Management Professional (PMP) არის საერთაშორისოდ აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერტიფიკატი პროექტების მართვაში, რომელსაც პროექტების მართვის ინსტიტუტი (PMI) გთავაზობთ. PMI არის წამყვანი პროფესიული ასოციაცია, სადაც გაწევრიანებულია პროექტების მართვის მილიონობით პროფესიონალი და ინდივიდუალური პირი. PMI ქმნის გლობალურად აღიარებულ სტანდარტებს, სერტიფიკატებს, ონლაინ კურსებს, ინსტრუმენტებს, ციფრულ პუბლიკაციებსა და პროფესიულ საზოგადოებებს 214 ქვეყნის მასშტაბით. ამ ბლოგში გაეცნობით PMP-ის გამოცდის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს. 1. ვისთვის არის PMP-ის სერტიფიცირება განკუთვნილი? PMP-ის სერტიფიკატი განკუთვნილია მოქმედი პროექტის მენეჯერებისთვის. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მის მფლობელ მენეჯერებს აქვთ ყველა ის უნარი და ცოდნა, რაც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მათ უნარებზე - მართონ პროექტში [...]

ყველაფერი PMP-ის საერთაშორისო გამოცდის შესახებ2022-10-07T11:13:38+04:00

არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობა

2022-09-19T13:48:25+04:00

2020 წლის ივლისის თვეში გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება „საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული მეთოდური მითითებით, გადასახადის გადამხდელებს ზოგიერთ შემთხვევაში მიეცათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გარკვეული ოდენობით წარმოქმნილი დანაკლისი სასურსათო საქონლის ნაწილში განეხილათ არაარსებით დანაკარგად და მასზე არ გავრცელებულიყო დანაკლისად დაბეგვრის ვალდებულებები. აღნიშნული მეთოდური მითითების მოქმედება გავრცელდა 2020 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ. ამ ბლოგში, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოცემულობებზე დაყრდნობით განვიხილავთ საილუსტრაციო მაგალითს: ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2020-2021 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საწარმო ახორციელებდა სასურსათო საქონლისა და ჰიგიენის საშუალებების რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. [...]

არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობა2022-09-19T13:48:25+04:00

რეალიზაციის თანხის დაანგარიშება უცხოურ ვალუტაში ნასყიდობის გაფორმებისას

2022-09-19T13:07:12+04:00

ბუღალტერიის პრაქტიკაში ხშირად შეხვდებით შემთხვევებს, როცა საქონლის ან მომსახურების რეალიზაციაზე ხელშეკრულება დადებულია უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ანგარიშსწორება ხდება უცხოური ვალუტის ექვივალენტ ლარში. ამ ბლოგის დახმარებით გაგაცნობთ როგორ უნდა მოხდეს რეალიზაციის თანხის დაანგარიშება, რომელზეც შემდეგ უნდა გამოიწეროს ზედნადები. განსახილველი მაგალითი დავუშვათ, ხელშეკრულება დადებულია 10 000 საქონლის რეალიზაციაზე 1-ლ მარტს. კურსები თარიღების მიხედვით მოცემულია შემდეგნაირად: 1-ლი მარტი - 2.9 3 მარტი - 2.85 5 მარტი - 2.8 6 მარტი - 2.7 განვიხილოთ I ვარიანტი: საქონლის მიწოდება მოხდა 5 მარტს, თანხა სრულად ჩარიცხულია 6 მარტს. თუ საქონლის მიწოდება უფრო ადრე ხდება, ვიდრე თანხის მიღება, მაშინ რეალიზაციისა და შესაბამისად ზედანდების თანხის დაანგარიშება ხდება მიწოდების თარიღის მიხედვით. [...]

რეალიზაციის თანხის დაანგარიშება უცხოურ ვალუტაში ნასყიდობის გაფორმებისას2022-09-19T13:07:12+04:00

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლების ღონისძიებები

2022-09-14T12:09:16+04:00

2022 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №9021, რომლითაც დამტკიცდა მეთოდური მითითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესახებ. აღნიშნული მუხლების მიხედვით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი/პირი ამ კოდექსებით გათვალისწინებული სანქციებისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია ამ პირის შეცდომით/არცოდნით. მეთოდური მითითებით განისაზღვრა გარკვეული სახის სამართალდარღვევის ფაქტები, რომლის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია გათავისუფლდეს პირი დაკისრებული სანქციებისგან. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სანქციებისგან გათავისუფლება შესაძლოა შეეხოს შემდეგი სახის საგადასახადო სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევა - საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა, რომელიც იწვევს 2 თვემდე ვადის გადაცილების შემთხვევაში დარიცხული გადასახადის 5%-ით დაჯარიმებას, ხოლო 2 თვეზე მეტი ხნით [...]

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლების ღონისძიებები2022-09-14T12:09:16+04:00

საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა

2022-09-09T12:13:38+04:00

საწარმოს ზომითი კატეგორია 3 კრიტერიუმის: აქტივების ჯამური ღირებულების, შემოსავლებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, აღნიშნული 3 კრიტერიუმიდან სულ მცირე 2 კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ჩაითვლება შესაბამისი ზომითი კატეგორიის საწარმოდ. * სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი წარმოადგენენ III, II ან I კატეგორიის საწარმოებს.   * ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეთ ბმულით: https://saras.gov.ge/ka/Home/ReportSupervision BDO Academy ამ მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს: IFRS - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები) IFRS for SMEs - მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური [...]

საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა2022-09-09T12:13:38+04:00

საწარმოს გადაცემა – საქართველოს შრომის კოდექსი

2022-09-07T12:52:22+04:00

„საწარმოს გადაცემა“ საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის ცვლილებებით დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც პრაქტიკაში მეტად მნიშნელოვან საკითს ეხება. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს კოვიდ პანდემიაც, რომლის პირობებშიც არა ერთ საწარმოს მოუწია რეორგანიზაცია და ახალ რეალობაზე გადაწყობა. „საწარმოს გადაცემა“ ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს, ბიზნესის ან მათი ნაწილის გასხვისებას. ეს ინსტიტუტი ორიენტირებულია ბიზნესის გასხვისებისას საწარმოს გადამცემის თანამშრომლების ინტერესების დაცვაზე, რაც ზემოხსენებულ ცვლილებამდე შრომის კოდექსით არ იყო გათვალისწინებული. დღეს უკვე დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების რეორგანიზაციის საფუძვლით (საქართველოს შრომის კოდექსი, 47-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ‘ა’ ქვეპუნქტი) შეწყვეტის უფლებას. საწარმოს [...]

საწარმოს გადაცემა – საქართველოს შრომის კოდექსი2022-09-07T12:52:22+04:00

LEAN მენეჯმენტის კურსი ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის

2022-07-13T14:46:11+04:00

BDO Academy-მ ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის, გუნდის ლიდერების განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე - LEAN მენეჯმენტი. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, შეესწავლათ ლინ მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოემუშავათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის. ლინ მენეჯმენტი მართვის ფილოსოფიაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს. მომავალში მონაწილეებისთვის ჩატარდება შემდგომი სესიები და ტრენერთან ერთად იმუშავებენ პროექტებზე.

LEAN მენეჯმენტის კურსი ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის2022-07-13T14:46:11+04:00

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერებისთვის „ტრენერების ტრენინგი“ ჩატარდა

2022-06-09T14:15:19+04:00

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერთა რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, BDO Academy-მ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ტრენერების ტრენინგი. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა ელენე ზერეკიძემ - BDO კონსალტინგის ტრენინგების უფროსი კონსულტანტი, კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგ საჭიროებების დადგენა საკუთარი მასალების შექმნა ტრენინგის ხარისხიანად ჩასატარებლად ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები ეფექტური კომუნიკაციის უნარები სტრესის მართვა მსმენელების შეფასების სისტემა ტრენინგის უკუკავშირის ფორმა PPT-ისა და სხვა დამხმარე ვიზუალური მასალების შექმნა. BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერებისთვის „ტრენერების ტრენინგი“ ჩატარდა2022-06-09T14:15:19+04:00