სამართლის დოქტრინაში ვხვდებით ტერმინს „შიკანა“, რომლის ნორმატიულ შინაარსსაც კოდექსის 115-ე მუხლში ვეცნობით. ტერმინი „შიკანა“ გულისხმობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ისე, რომ სხვას მიადგეს ზიანი და შეილახოს მათი უფლებები.

„სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება“ – სამოქალაქო კოდექსის ეს დანაწესი პირის მოქმედების თავისუფლების ფარგლებს ადგენს, რაც თავისთავად, მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის გამარტივების და შესაბამისად, განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო ურთიერთობის და ზოგადად, სამართლის განვითარების წყარო ხდება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება შეუზღუდავი. სწორედ ამიტომ, სამართლის დოქტრინაში ვხვდებით ტერმინს „შიკანა“, რომლის ნორმატიულ შინაარსსაც კოდექსის 115-ე მუხლში ვეცნობით. აღნიშნული მუხლი პირის ქცევის თავისუფლების ფარგლებს ზღუდავს „მართლზომიერების ჩარჩოთი“ და მიუთითებს, რომ „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად“, რასაც უფრო კონკრეტული შინაარსი მოსდევს: „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“

პრაქტიკაში უფლების ბოროტად გამოყენების გავრცელებული მაგალითი კრედიტორის მიერ თავისი რამდენიმე უფლებიდან, დაუსაბუთებლად, იმ კონკრეტულის გამოყენებაა, რომელიც მოვალისთვის გაცილებით საზიანოა. მაგალითად, მიწის ნაცვლად საცხოვრებელი სახლის გაყიდვა.

სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ზოგადი ნორმებისა და სპეციალური (სახელშეკრულებო) ნორმების სიღრმისეული ცოდნა არის წინაპირობა სამართლებრივად გამართული ხელშეკრულებების დასაწერად, რაც თავისთავად წინაპირობაა სამართლებრივი დაცულობის.

BDO Academy-ში გთავაზობთ 2 დღიან სემინარს – სახელშეკრულებო სამართალი, რომლის ფარგლებშიც გაეცნობით გარიგებებთან დაკავშირებით იმ ზოგად და სპეციალურ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც ძირითადად საქართველოს სამოქალაქო და შრომის კოდექსში ვხვდებით.