წესები და პირობები
როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება ჩვენ მიერ
შპს „ბიდიო აკადემია“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი. საიდენტიფიკაციო ნომერი: 205214230
იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი, N42
ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნეს ცენტრი
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად
- ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მოვიპოვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში და შემდგომში ვიყენებთ სხვადასხვა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნით. ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ კანონმდებლობით დადგენილი წესით თქვენთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკის დასამკვიდრებლად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად.
თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:
- როცა რეგისტრირდებით ვებგვერდზე
- როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად
- როცა ჩვენთან ახორციელებთ კომუნიკაციას როგორც მატერიალური, ისე სატელეფონი ან/და ელექტრონული ფორმით.
წინამდებარე ვებგვერდზე შემოსვლისას და შემდგომ რეგისტრაციისას ჩვენ ვიყენებთ თქვენს სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა:
- საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი)
- თვითდაფინანსებისას: თქვენი პირადი ნომერი და იურიდიული მისამართი
- თანადაფინანსებისას (ასევე სრული დაფინანსებისას): თანადამფინანსებელი იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, თქვენ მიერ აღნიშნულ კომპანიაში დაკავებული პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წინამდებარე ვებგვერდზე შევსებულ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული მისამართი ჩაითვლება თქვენს საკონტაქტო ელ.ფოსტად, რომელზეც მიიღებთ შესაბამის ხელშეკრულებასა და ინვოისს. ხელშეკრულების პირობები ჩაითვლება დადასტურებულად გამოგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ტრენიგ კურსის დაწყებამდე ან/და ინვოისში მითითებული თანხის სრულად/პირველი ნაწილის გადახდამდე. ტრენინგ კურსის დასრულების შემდგომ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ მომსახურების მიღების დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის პირობების დადასტურებაზე ვრცელდება ხელშეკრულების დადასტურებისთვის დადგენილი წესები.
მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტებისა და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ და მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირისგანაც, მაგალითად, ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიებისგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან. აღნიშნული ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
ჩვენ შესაძლებელია, თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და ასევე მოვთხოვოთ მისი დაცვა მესამე პირებს.
თქვენს პირად მონაცემებს როგორიცაა ვებგვერდზე რეგისტრაციისას ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაცია, აღნიშნული მონაცემები ინახება ჩვენს ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებამდე და რეგისტრაციის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში.
- კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურების მიზნით
- თქვენ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით
- საჩივრების არსებობის შემთხვევაში ჩვენი უფლებების დაცვის მიზნით.
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი რომელიმე მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით და ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რათა გამოვასწოროთ აღნიშნული ხარვეზი.
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაზე და ვებგვერდის მოხმარების პირობებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, შენახვას, მის გამოყენებას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მესამე პირზე გადაცემას წინამდებარე პოლიტიკის პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანხმებით აღნიშნულ პოლიტიკას, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება ჩაითვლება ამ პოლიტიკაზე თანხმობად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგით.
თქვენ და თქვენს პერსონალურ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ
- მონაცემთა დამუშავების მიზანი
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
- რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები
- ვის გადაეცა თქვენი მონაცემები
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
-
+995 32 2545 845
-
+995 591 047 087