CFA

სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტი (CFA Institute) ინვესტიციების პროფესიონალთა გლობალური ასოციაციაა, რომელიც ფინანსურ ბაზარზე პროფესიული ცოდნისა და ქცევის ნორმების (ეთიკის) საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ადგენს. ინსტიტუტს ჰყავს 170 000-ზე მეტი წევრი 164 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის 165 000 სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელი (CFA® Charterholder) და 156 ადგილობრივი გაერთიანება. სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის სტატუსი ენიჭებათ მათ, ვინც დაასრულა სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის პროგრამა (CFA® Program) და აკმაყოფილებს დაწესებულ სამუშაო გამოცდილებას.

პროგრამა აერთიანებს 3 გამოცდას, რომლებიც ამოწმებს ინვესტიციების ანალიზის, აქტივების შეფასების, პორტფელის მართვისა და ქონების დაგეგმვის საფუძვლებს. აღნიშნული პროგრამა, როგორც წესი, განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა ან ბიზნესი.

სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელები (CFA® Charterholder) კვალიფიცირებულნი არიან მმართველობითი და აღმასრულებელი თანამდებობებისთვის ფინანსებში, ინვესტიციების მენეჯმენტში, რისკების მენეჯმენტში, აქტივების მენეჯმენტსა და სხვა. 2022 წლიდან სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) I დონის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება წელიწადში ოთხჯერ, ხოლო II და III დონის – ორჯერ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია კომპიუტერიზებული ფორმატით სპეციალურად აღჭურვილ 400-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში.

საერთაშორისო გამოცდის მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ან საერთაშორისო ეკვივალენტი (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Exam Dates, Cost, and Registration Fees (cfainstitute.org)

სწავლების მეთოდოლოგია

ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული ტრენინგები:

  • თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა);
  • ტესტირება და MOCK გამოცდა;
  • მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები;

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • Quantitative Methods;
  • Economics;
  • Financial Reporting and Analysis;
  • Corporate Issuers;
  • Equity Investments;
  • Fixed Income;
  • Derivatives;
  • Alternative Investments;
  • Portfolio Management;
  • Ethical and professional standards;

ანა ბაზიარი, CFA

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი


სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის წოდების მფლობელი (CFA® Charterholder), მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

ანა ჩართულია საქართველოში ფასიანი ქაღალდების მიმართულებით მარეგულირებელი და საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაში; მისი მონაწილეობით ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებისათვის საქართველოში მარეგულირებელი სტანდარტის სახით დაინერგა სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტის (CFA Institute) მიერ განსაზღვრული ეთიკის პრინციპების კოდექსი.

ხანგძლივობა: 90 საათი

ღირებულება: 3 800 ლარი 

*  კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლისთვის – 3 500 ლარი

* კურსზე მოქმედებს 5 თვიანი შიდა განვადება

რეგისტრაცია
სილაბუსი