2023 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი №2768-XIმს-Xმპ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2023 წლის 19 აპრილიდან. აღნიშნული კანონით განხორციელდა რამდენიმე ცვლილება საგადასახადო კოდექსში, მათ შორის:

  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
  • განისაზღვრა ახალი სამართალდარღვევის სახე – დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა (მუხლი 2885.), რაც დაქირავებულ პირთა რეესტრში არასწორი/არასრული ინფორმაციის შეტანისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომას თითოეულ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
  • იზრდება საგადასახადო სამართალდარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება, ემატება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისა და დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევები.

BDO Academy საგადასახადო კოდექსის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს: