საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები

საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს.

სასწავლო სემინარის მიზნები 

სემინარის მიზანია მსმენელებს გააცნოს 2020-2021 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები დღგ-ის ახალი რეფორმისა და სხვა გადასახადების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე.

სასწავლო სემინარის აუდიტორია

  • ბუღალტრები
  • საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები
  • საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული პირები.

სწავლების მეთოდოლოგია

სემინარს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

სემინარის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.

სასწავლო სემინარის შინაარსი 

  • დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა
  • ხელფასის სახით მიღებული სარგებელი
  • უსასყიდლო მიწოდება მოგების ახალ მოდელზე მყოფ საწარმოებს შორის
  • მოგების ძველ მოდელზე გადასული საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრა
  • ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება
  • ქონების გადასახადისგან გათავისუფლება
  • სავარაუდო დარიცხვა
  • საგადასახადო სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციები.

თეონა პაპიაშვილი 

BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი


მუშაობის 8 წლიანი გამოცდილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

 

ხანგძლივობა: 5 საათი  (2 დღე)

ღირებულება: 110 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი