საგადასახადო კოდექსის პროფესიონალი

საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს. საგადასახადო კოდექსის პროფესიონალურ კურსზე განხილული იქნება:

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა
  • საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები
  • საერთაშორისო დაბეგვრის რეჟიმები
  • საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი
  • საგადასახადო კონტროლი
  • სამართალდარღვევა და საგადასახადო დავასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

სასწავლო კურსის მიზნები 

  • თითოეულ გადასახადთან დაკავშირებული დაბეგვრის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და არსებული პრაქტიკული მიდგომების გაცნობა
  • 2020-2021 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა
  • საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის წესების გაცნობა
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენების თავისებურებების გაანალიზება.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • მომავალი მთავარი ბუღალტრები
  • ფინანსური მენეჯერი/დირექტორი
  • აუდიტორები
  • საგადასახადო მენეჯერები და პროფესიონალები.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად გაანგარიშებას
  • საერთაშორისო შეთანხმებების და ხელშეკრულებების პროდუქტიულად გამოყენებას
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების ეფექტურად და სწორად გამოყენებას.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები. გარკვეული თემების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირებები ცოდნის შესამოწმებლად.

კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით და მიმდინარე მდგომარეობით არსებული ნორმატიული აქტების შესახებ (ბრძანებები, ინსტრუქციები, კომენტარები, სიტუაციური სახელმძღვანელოები და ა.შ.) საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ფორმით.

სასწავლო კურსის შინაარსი

  • ზოგადი და ადმინისტრაციული ნაწილი
  • გადახდის წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი – რეზიდენტი პირები
  • გადახდის წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი – არეზიდენტი პირები
  • მოგების გადასახადი – ე.წ. ესტონური მოდელი
  • დამატებული ღირებულების გადასახადი
  • ქონების გადასახადი
  • აქციზისა და იმპორტის გადასახადები
  • საგადასახადო კონტროლი და დავა

ბაია იზორია

BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის მენეჯერი


სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრი და მაგისტრი.

 

სპეციალიზაციის სფეროები:

  • სამშენებლო ბიზნესი და უძრავი ქონება
  • ფინანსური სექტორი
  • დაზღვევა
  • მედიცინა, ფარმაცევტული საქმიანობა
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა
  • კომუნიკაცია
  • წარმოება, ვაჭრობა და დისტრიბუცია.

ხანგძლივობა: 30 საათი 

ღირებულება: 600 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი