ACCA კვალიფიკაცია, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელიც გიხსნით დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ACCA-ის კვალიფიკაციის მისაღებად კანდიდატებს 14 გამოცდის ჩაბარება უწევთ, მათ შორის არის – ACCA Performance Management, რომლის შედეგადაც კანდიდატებს აქვთ საშუალება აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია მენეჯერულ აღრიცხვაში.

ამ ბლოგში გთავაზობთ მცირე გზამკვლევს, რომელიც ACCA Performance Management-ის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ.

1. რა საკითხებს მოიცავს ACCA Performance Management (F5)-ის გამოცდა ?

ACCA PM-ის გამოცდის მეშვეობით კანდიდატს აქვს საშუალება გაიმყაროს ცოდნა, ისეთი მნიშნველოვანი თემების გარშემო, რომლებიც ყოველდღიურად გამოყენებადია სამუშაო პროცესში.

ACCA PM-ის საგამოცდო თემებია:

  • Management Information Systems and Data Analytics
  • Specialist Cost and Management Accounting Techniques
  • Decision-Making Techniques
  • Budgeting and Control
  • Performance Measurement and Control
  • Employability and Technology Skills

2. რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ?

ACCA Global კანდიდატებს ურჩევს სწავლების პერიოდის გავლას აკრედიტირებულ სასწავლო ცენტრებში, რადგან ეს არის როგორც ხარისხის გარანტი, ამავდროულად, შესაძლებლობა ხალისიანი და კომფორტული სწავლების.

ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები BDO Academy-ში წლებია მიმდინარეობს და გთავაზობთ ინტენსიურ და ინტერაქტიულ ტრენინგებს, რომლებსაც უძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები.

გამოცდებისთვის მომზადების პროცესში გასათვალისწინებელია:

  • გამოცდის სილაბუსში არსებული მასალების სრულად დამუშავება
  • თეორიული მასალის სიღრმისეულად დაუფლება, პრაქტიკული ამოცანების მარტივად ამოსახსნელად
  • ინტენსიურად იმიტირებული ტიპის ტესტებით მუშაობა, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღწევაში.

3. როგორ გამოიყურება გამოცდის სტრუქტურა ?

გამოცდა ჯამში 100 ქულიანია და 3 ნაწილისგან შედგება:

  • A სექცია, რომელიც მოიცავს 15 ტესტურ დავალებას
  • B სექცია, რომელიც მოიცავს 3 ამოცანასა და 5 ტესტურ კითხვას
  • C სექციაში კი, შეგხვდებათ 2 პრაქტიკული ამოცანა

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ გამოცდის მსვლელობისას რეკომენდირებულია:

  • დროის სწორად განაწილება
  • პირობის ყურადღებით გაცნობა
  • პასუხების სტრუქტურულად გაცემა

BDO Academy-ის ACCA Global-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების სწავლების მეთოდოლოგია ორიენტირებულია: პრაქტიკულ სწავლებაზე (პრობლემების ანალიზი, სავარჯიშოებზე მუშაობა), ტესტირებებზე და MOCK გამოცდებზე, რათა მაქსიმალურად მოემზადონ სტუდენტები გამოცდებისთვის და მიიღონ შესაბამისი პროფესიული ცოდნა.

სხვა თქვენთვის მნიშნველოვანი ინფორმაციის ნახვა ACCA PM-ის შესახებ შეგიძლიათ აქ.