თუ ამ სტატიას კითხულობ, ესე იგი შენთვის ნაცნობია ACCA-ის კვალიფიკაცია და გინდა მეტი გაიგო მისი წევრობის შესახებ. ამ სტატიაში გაეცნობი: რა არის ACCA, როგორ უნდა გახდე მისი წევრი და რა საფეხურების გავლა მოგიწევს იმისთვის, რომ ჩააბარო საკვალიფიკაციო გამოცდები.

რა არის ACCA?

ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი არის გლობალურად აღიარებული პროფესიონალი ბუღალტრული აღრიცხვის კვალიფიკაცია, რომელსაც 117 ქვეყნის მასშტაბით 241 000 წევრი და 542 000 სტუდენტი ჰყავს. ამ პროფესიული კვალიფიკაციის მიღება გიხსნის დასაქმების ფართო სპექტრს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ACCA-ის სერტიფიცირებული წევრები მუდმივი ყურადღების ცენტრში არიან საბანკო, მენეჯმენტისა და კონსულტაციების სფეროებში. ეს კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველასთვის ვისაც ფინანსების, ბიზნესისა და ზოგადად მენეჯმენტის მიმართულებით სურს განვითარება.

ACCA-ის გამოცდებისთვის მომზადება და პირველი ოთხი წიგნის გამოცდების ჩაბარება BDO Academy-ში შეგიძლია. ასევე, აქ ACCA-ის მოსამზადებელ კურსზე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 100 ლარიანი ფასდაკლება მოქმედებს.

როგორ დავრეგისტრირდე ACCA Global-ზე?

იმისთვის, რომ ACCA-ის სტუდენტი გახდე, პირველ რიგში, ACCA Global-ზე უნდა დარეგისტრირდე და შექმნა შენი პროფილი. რეგისტრაციისთვის დაგჭირდება:

  1. პირადობის ან პასპორტის დასკანერებული ვერსია
  2. დიპლომის ან უნივერსიტეტის ცნობა ინგლისურად ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული – დასკანერებული ვერსია.
  3. ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, დასკანერებული ვერსია
  4. რეგისტრაციის თანხა 89 £.

ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, ACCA Global განიხილავს დოკუმენტებს, რის შემდეგაც ელ. ფოსტაზე და შექმნილ პროფილზე მიიღებ შეტყობინებას ჩათვლილი საგნებისა და მათი საფასურის გადახდის ვადების შესახებ.

რა ჯდება ACCA-ის სტუდენტობა?

როდესაც ACCA-ის სტუდენტი ხდები, რამდენიმე ეტაპის გავლა გიწევს იმისთვის, რომ გახდე ACCA-ის სრულყოფილი წევრი. შენი სწავლის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სწავლის ტიპს აირჩევ. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ხარჯები, რომლის გადახდაც მოგიწევს ACCA–ზე:

  • პირველადი რეგისტრაციის საფასური
  • წლიური სააბონენტო გადასახადი – დარეგისტრირებული სტუდენტები ყოველწლიურად იხდიან საწევროს 134 £-ის ოდენობით, რომლის შესახებაც ინფორმაციას საკუთარ პროფილზე იღებენ.
  • გამოცდებზე გასვლის გადასახადი
  • აღიარებული წიგნების გადასახადი – პირველი დონის წიგნების ჩათვლის საფასური არის საშუალოდ 86 £.

გადასახადებისა და გამოცდის ღირებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლია ბმულზე: https://www.accaglobal.com/gb/en/qualifications/accountancy-career/fees/fees-charges.html?countrycode=Georgia