ACCA
ACCA, იგივე პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მზარდ საერთაშორისო საბუღალტრო ორგანიზაციას, რომელსაც 176 ქვეყნის მასშტაბით 227 000 წევრი და 544 000 სტუდენტი ჰყავს. ACCA-ის კვალიფიკაცია დაინტერესებულ პირებს ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბუღალტერია, საბანკო საქმე, მენეჯმენტი და კონსალტინგი. ამავდროულად, მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რგოლის სამსახურეობრივი პოზიციით დაინტერესებულთათვის.
ACCA-ის კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც არსებითია ყველა სახის ბიზნესისთვის. ეს კი გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას ორგანიზაციულ თუ საბუღალტრო დონეზე თქვენთვის სასურველი პოზიციებიდან გამომდინარე. ACCA-ის კვალიფიკაცია დაგეხმარებათ დაგეგმოთ წარმატებული კარიერა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ 13 გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ACCA-ის კვალიფიკაცია. (ჩათვლის შემთხვევაში ნაკლები). გამოცდები ტარდება წელიწადში ოთხჯერ. გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ ACCA-ის ავტომატიზირებულ საგამოცდო ცენტრებში, მათ შორის (BT), (MA), (FA) და (LW) BDO Academy-ში.
BDO Academy-ის სტუდენტებისთვის ACCA Global-ზე პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება: 89 £-ის ნაცვლად იხდით 35 £-ს.
სწავლების მეთოდოლოგია
ჩატარდება ინტენსიური და ინტერაქტიული საკლასო ტრენინგები, რომლებსაც გაუძღვებიან 5-დან 15 წლამდე გამოცდილების მქონე კვალიფიციური პროფესიონალები.
- პრაკტიკული სწავლება (პრობლემების ანაზლი, სავარჯიშოებზე მუშაობა)
- ტესტირება და MOCK გამოცდა
- მასალების გამეორება და საგამოცდო ტექნიკების სესიები
ანა გორდაძე
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი | საინვესტიციო ბანკი (ACCA FM-ის ლექტორი)
მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი.
მაგდა მეტრეველი
Multivac Georgia-ს ფინანსური მენეჯერი | (ACCA FA-ის ლექტორი)
გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამის კურსდამთავრებული | FCCA – სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი | მუშაობის 11 წლიანი გამოცდილებით.
ხანგრძილივობა: 2 თვე
₾ ღირებულება:
- (BT), (MA), (FA), (LW) – 650 ლარი
- (PM), (TX), (FR), (AA), (FM) – 700 ლარი
- (SBL), (AAA) – 750 ლარი
* სტუდენტებისთვის კურსებზე მოქმედებს – 100 ლარიანი ფასდაკლება