მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში BDO Academy და „აწარმოე საქართველოში“ დაპარტნიორდნენ. პარტნიორობის ფარგლებში, 12 თვის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში მეწარმეთა მხარდასაჭერად და მათი ბიზნეს უნარების გასაუმჯობესებლად, BDO Academy-ის გუნდის მიერ ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობა შემდეგი ექვსი ძირითადი მიმართულებით:

BDO Academy-ისთან თანამშრომლობით, საკონსულტაციო ცენტრები მიკრო, მცირე და საშუალო ტიპის მეწარმეებს შესთავაზებს შემდეგი ტიპის ღონისძიებებს:

  • ტრენინგები

3-6 დღის ხანგრძლივობის კომპლექსური სწავლება შერჩეულ თემაზე.

  • სამუშაო შეხვედრები (workshops)

5-7 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები და სწავლება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის და რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საკონსულტაციო ცენტრის კონცეფცია ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეობისთვის ეწვიეთ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრების გვერდს: https://growthhub.gov.ge/ka