ბუღალტრული აღრიცხვა 

ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო პირის ფინანსური ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის სისტემას წარმოადგენს. კურსის მიზანია მსმენელებისთვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლების გაცნობა, ძირითადი პრინციპების შესწავლა, საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ზოგადი მიმოხილვა.

კურსი განკუთვნილია დამწყები ბუღალტრებისთვის. 

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტის ცნობასა და მომზადებას
  • სხვადასხვა შინაარსის სამეურნეო ოპერაციების ანალიზსა და ბუღალტრულად ასახვას
  • მარტივი ფინანსური ანგარიშგების მომზადებას

კურსს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები. 

თემატიკა

  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ძირითადი პრინციპები
  • ფინანსური ანგარიშგების ელემენტები და კომპონენტები
  • საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვა

მარიამ კვირჩილაძე

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების უფროსი კონსულტანტი


მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით, სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სტუდენტი.

ხანგრძლიოვობა: 44 საათი

ღირებულება: 490 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 

რეგისტრაცია
სილაბუსი