თანამშრომელთა განვითარების პროექტის ფარგლებში, თეგეტა აკადემიამ დააორგანიზა ტრენინგი თემაზე „ფინანსები მენეჯერებისთვის“, რომლის მიზანი კომპანიის თანამშრომლებისთვის ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპების შესწავლა და პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შეძენა იყო.

სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა მიხეილ ჟუჟუნაშვილმა – BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერი, კურსის „ფინანსები მენეჯერებისთვის“ განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსების ცოდნა კომპანიის მენეჯმენტისთვის?
  • ფინანსური ანგარიშგების სწორი აღქმა და კომპონენტების მიმოხილვა
  • ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა და ანალიზი
  • ხარჯთაღრიცხვა
  • მომავლის პროგნოზირება
  • ინვესტიციების შეფასება

BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.