BDO Academy-მ ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის, გუნდის ლიდერების განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე – LEAN მენეჯმენტი. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, შეესწავლათ ლინ მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოემუშავათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის.

ლინ მენეჯმენტი მართვის ფილოსოფიაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით.

მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს.

მომავალში მონაწილეებისთვის ჩატარდება შემდგომი სესიები და ტრენერთან ერთად იმუშავებენ პროექტებზე.