LEAN მენეჯმენტი

Lean მენეჯმენტი მართვის ფილოსოფიაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. Lean ანაცვლებს წარმოების სტანდარტულ მეთოდებს და ქმნის სრულიად ახალ მიდგომას ამ სფეროში.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლონ ლინ მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • საშუალო რგოლის მენეჯმენტი
  • პროექტის მენეჯერები
  • პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი შედგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რაც მისცემს მსმენელს საშუალებას უკეთ ჩაწვდეს ლინ მენეჯმენტს და მის მიდგომებს, ხოლო მოგვიანებით კი, თავად შეძლოს ყოველდღიურ საქმიანობაში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენება. მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს. 

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • რა არის ლინ მენეჯმენტი
  • ლინის პრინციპები
  • ლინის ინსტრუმენტები
  • დანაკარგების 8 სახეობა
  • RCPS – პრობლემების მართვა – The Fishbone Diagram, 5 რატომ
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი VMS (value stream mapping) გამოყენებით
  • 5S.

ირმა ბერძენიშვილი

BDO Georgia-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი


Lean 6sigma მწვანე ქამრის მფლობელი. საბანკო სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. აქედან 9 წლიანი გამოცდილება ლინ მენეჯმენტის, ეჯაილის, სკრამის/კანბანის და პროცესების ეფექტურობის მიმართულებით. ასევე, დამატებით 3 წლიანი გამოცდილება პროცესების რობოტიზაციისა და ანალიტიკის ინოვაციური ტექნოლოგიის განხრით.

თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრი და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი.

გამოცდილება:

  • ლინ ტრანსფორმაციის კოორდინატორი
  • IT პორტფოლიოს მენეჯერი
  • ეჯაილ ქოუჩი

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 14 საათი 

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი