BDO Academy-ში ტარდება კურსი: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები.

2022 წლის 28 იანვარს გამოქვენდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №18, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, აღნიშნული ბრძანების 11(1) მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი. მოცემული მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი. ცვლილებით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

ცვლილებები ასევე განხორციელდა ბრძანების 37-ე, მე-40 და 74-ე მუხლებში. ცვლილებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციების წარუდგენლობა აღარ უთანაბრდება ნულოვანი დეკლარაციის წარდგენას. დღგ-ის დეკლარაციის შემთხვევაში ეს ისედაც ასე იყო 2020 წლიდან. ამავე ცვლილებით, ასევე განისაზღვრა, რომ სამივე დეკლარაციის შემთხვევაში გამონაკლისად ჩაითვალა ის საანგარიშო პერიოდ(ებ)ი, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

ასევე, ცვლილების შედეგად, ბრძანების 22(1)-ე სავარაუდო დარიცხვის მუხლის მე-3 ნაწილში განიმარტა, რომ სავარაუდო დარიცხვა შეიძლება შეცვლის მაგივრად გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით არსებული გარემოებების საფუძველზე.

ცვლილება ძალაშია 2022 წლის 29 იანვრიდან.

იხილეთ კურსები: