BDO Academy-ში ტარდება სემინარი: „საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები“.

გაეცანით ცვლილებას ბრძანებაში

დამატებული ღირებულების გადასახადი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის №170 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად ბრძანებას დაემატა 665-ე მუხლი, რომელიც განმარტავს ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-12-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით.

აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ტურისტული პროდუქტით გათვალისწინებული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ.

აღნიშნული ჩანაწერი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

შემოგვიერთდით სემინარზე: https://bdoacademy.edu.ge/dghgs-axali-reforma/