2020 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეთგან ერთ-ერთია ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სავარაუდო დარიცხვის შესახებ.

სსკ-ს დაემატა 66(1)-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ:

  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით
  • გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით, ხოლო სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილება ძალაშია 2020 წლის 23 ივლისიდან.

ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: