BDO Academy-ში ტარდება საგადასახადო კოდექსის პროფესიონალური კურსი.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედი დღგ-ის ახალი რეფორმით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე შესყიდული ძირითადი საშუალებების მიხედვით ჩათვლის მიღების განახლებული რეგულაცია.

ამ რეგულაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პერიოდიდან (შენობა-ნაგებობა – 10 წელი, სხვა ძირითადი საშუალებები – 5 წელი) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:

  • დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება;
  • დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება პროპორციული წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომლებზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე იმ ოპერაციებისთვის, რომლებზეც ეს უფლება არ აქვს და მათი გამიჯვნა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული რეგულაციით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისას პირს უფლება ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა მიეღო მხოლოდ ექსპლუატაციაში შეუსვლელი ძირითადი საშუალებების ნაწილზე.

შემოგვიერთდით, BDO Academy-ში ტარდება საგადასახადო კოდექსის პროფესიონალური კურსი, სადაც განიხილება:

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა
  • საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები
  • საერთაშორისო დაბეგვრის რეჟიმები
  • საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი
  • საგადასახადო კონტროლი
  • სამართალდარღვევა და საგადასახადო დავასთან დაკავშირებული.