6 და 8 აპრილს ვატარებთ 2020-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ სემინარს, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 იანვარს გამოქვეყნებული ბრძანებით №18 ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 37-ე, მე-40 და 74-ე მუხლებში. ცვლილებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების წარუდგენლობა აღარ უთანაბრდება ნულოვანი დეკლარაციის წარდგენას. დღგ-ის დეკლარაციის შემთხვევაში ეს წესი მოქმედებს 2020 წლის ნოემბრიდან, თუმცა ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დებულებები არ ვრცელდება მხოლოდ ისეთ საწარმოებზე, რომლებიც იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მათი ლიკვიდაციის პროცესი.

მოცემულმა ცვლილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდიდან, სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების მიერ (გარდა ფიზიკური პირებისა) წარუდგენელი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დეკლარაციების მიმართ, ხოლო დღგ-ის გადამხდელების (გარდა ფიზიკური პირებისა) მიერ წარუდგენელი დღგ-ის დეკლარაციების მიმართ სავარაუდო დარიცხვა მოქმედებს 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661-ე მუხლის შესაბამისად.

სავარაუდო დარიცხვის სხვა გადასახადების წარუდგენელი დეკლარაციების მიმართ ამოქმედებაც იგეგმება მიმდინარე წლის განმავლობაში.

იხილეთ კურსები: