About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 64 blog entries.

ცვლილება ბრძანებაში – დამატებული ღირებულების გადასახადი

2021-10-06T18:05:06+04:00

BDO Academy-ში ტარდება სემინარი: „საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები“. გაეცანით ცვლილებას ბრძანებაში დამატებული ღირებულების გადასახადი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის №170 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად ბრძანებას დაემატა 665-ე მუხლი, რომელიც განმარტავს ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-12-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ტურისტული პროდუქტით გათვალისწინებული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის [...]

ცვლილება ბრძანებაში – დამატებული ღირებულების გადასახადი2021-10-06T18:05:06+04:00

საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები ფას 4 კატეგორიის საწარმოებისთვის

2021-10-06T18:05:50+04:00

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამოქმედებული რეგულაცია კომპანიებს ავალდებულებს 2018-2020 წლების შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების წარდგენას 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. გამარტივების მიზნით, IV კატეგორიის საწარმოებისთვის სააღრიცხვო პოლიტიკის რეტროსპექტულად გამოყენება ნიშნავს მხოლოდ მიმდინარე პერიოდის აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის საწყისი საბალანსო ღირებულებების გადაანგარიშებას. შესაბამისად, საწარმოს არ მოეთხოვება შესადარისი ინფორმაციის გადაანგარიშება. გასული პერიოდის მონაცემების ამგვარი კორექტირება ჯამურად უნდა აისახოს შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგების შესაბამის მუხლში. მეოთხე კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი ვრცელდება მე-4 კატეგორიის საწარმოთა ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმო იყენებს IFRS-ის ან IFRS for SME-ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. BDO [...]

საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები ფას 4 კატეგორიის საწარმოებისთვის2021-10-06T18:05:50+04:00

ინვესტიციების მართვის ინდუსტრიის საკვანძო სიტყვები და ფრაზები (ქვიზი)

2021-10-06T18:07:00+04:00

BDO Academy-ში ტარდება მოსამზადებელი კურსი CFA-ის პირველი დონის გამოცდისთვის, სადაც საშუალოდ 4 თვეში ინტენსიური და ინტერაქტიული ტრენინგების მეშვეობით მიიღებთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას და მასალას, რაც გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ.  გიზიარებთ CFA Institute-ის მიერ მომზადებულ პატარა ქვიზს იმ საკვანძო სიტყვების და ფრაზების შესამოწმებლად, რომელიც მთავარია ინვესტიციების მართვის ინდუსტრიისთვის. ქვიზის ბოლოს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ტერმნითა დამხმარე ლექსიკონი. CFA institute, იგივე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტი, ინვესტიციების პროფესიონალთა გლობალური ასოციაციაა, რომელიც ფინანსურ ბაზარზე პროფესიული ცოდნისა და ქცევის ნორმების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ადგენს. CFA ინსტიტუტს ჰყავს 170 000-ზე მეტი წევრი 164 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის 165 000 CFA-ის სერტიფიკატის მფლობელი (Charterholder) და 156 ადგილობრივი გაერთიანება. მოსამზადებელი [...]

ინვესტიციების მართვის ინდუსტრიის საკვანძო სიტყვები და ფრაზები (ქვიზი)2021-10-06T18:07:00+04:00

RCPS – პრობლემების მართვა LEAN მეთოდოლოგიით (ვიდეო)

2021-06-22T14:02:10+04:00

Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მუდმივ განვითარებას. აღნიშნული ვებინარი შეეხება ლინ მენეჯმენტის მიხედვით პრობლემებთან გამკლავების მეთოდოლოგიას. ვებინარის განმავლობაში Lean 6sigma მწვანე ქამრის მფლობელი და BDO Georgia-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაცის ხელმძღვანელი - ირმა ბერძენიშვილი საუბრობს სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და მაგალითების შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ პრობლემების ძირეული მიზეზების გამოკვლევა და გამკლავება.  იხილეთ ვებინარის ჩანაწერი ბმულზე: https://youtu.be/NSFeN5oF_XA გაეცანით LEAN მენეჯემნტის კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე: https://bdoacademy.edu.ge/LEAN/

RCPS – პრობლემების მართვა LEAN მეთოდოლოგიით (ვიდეო)2021-06-22T14:02:10+04:00

პროცესების მართვა LEAN მეთოდოლოგიით

2022-01-05T12:34:01+04:00

Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მუდმივ განვითარებას. ამ ბლოგში გაეცნობი: რა არის LEAN, რატომ უნდა იხელმძღვანელო ამ მეთოდოლოგიით, რა სარგებელი აქვს მას და რის გაგებაში გვეხმარება პროცესების მართვის დროს. რა არის LEAN? LEAN მენეჯმენტი არის მართვის ფილოსოფია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. რატომ LEAN? Lean გვეხმარება გავაუმჯობესოთ სამუშაო პროცესის ეფექტურობა, შევამციროთ დანახარჯები, გავზარდოთ მომხმარებლის და თანამშრომლების კმაყოფილება და ჩართულობა. რა სარგებელი აქვს LEAN-ს? ლინი იძლევა ხელშესახებ სარგებელს. აუმჯობესებს:  ხარისხს მომხმარებლის ზოგად კმაყოფილებას თანამშრომელთა ჩართულობას, განწყობას და კომპანიის კულტურას. ამცირებს: ხარჯებს/დანაკარგებს პროცესის ციკლის დროს. LEAN გვეხმარება გავიგოთ: რა მატებს ღირებულებას მომხმარებელს? [...]

პროცესების მართვა LEAN მეთოდოლოგიით2022-01-05T12:34:01+04:00

შრომითი დისკრიმინაციის ცნება და ფორმები

2021-10-06T18:12:34+04:00

შრომის კოდექსის წინა რედაქციით, დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონის (№7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ) მიხედვით, შრომის კოდექსის მიზნებისთვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება: რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, [...]

შრომითი დისკრიმინაციის ცნება და ფორმები2021-10-06T18:12:34+04:00

გაუფასურების კომპენსირება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

2021-10-06T18:13:12+04:00

BDO Academy-ში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტარდება IFRS for SMEs-ის კურსს, სადაც მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წარდგენას, პორტალზე ატვირთვასა და მონაცემების შევსებას კანონის შესაბამისად. ამ ბლოგში გაეცნობით გაუფასურების კომპენსირებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. გაუფასურება კომპენსირდება, როდესაც: აღარ არსებობს მარაგის გაუფასურების გამომწვევი გარემოებები; ან შეცვლილი ეკონომიკური ვითარების გამო, არსებობს მტკიცებულება, რომ პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასი გაიზარდა კომპენსირების თანხა შეზღუდულია თავდაპირველი გაუფასურების ზარალის ოდენობამდე. მაგალითად, ახალი საბალანსო ღირებულება არ შეიძლება მეტი იყოს თვითღირებულებაზე. მარაგების გაუფასურება მსს ფასს-ით განხილულია 27-ე განყოფილებაში, სხვა აქტივებთან ერთად. კურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილია ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის. IFRS for SMEs-ის განმავლობაში [...]

გაუფასურების კომპენსირება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის2021-10-06T18:13:12+04:00

დღგ-ის უახლესი ცვლილებები: დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან

2021-10-06T18:13:51+04:00

დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 112-ე მუხლს მარტის თვეში დაემატა 48-ე ნაწილი.

დღგ-ის უახლესი ცვლილებები: დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან2021-10-06T18:13:51+04:00

ზეგანაკვეთური სამუშაო – საქართველოს შრომის კოდექსი

2021-05-24T11:04:12+04:00

ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით 2020 წელს დადგენილი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში არსებითად დასაქმებულის მხარეზეა მორგებული და სამართლიანად ემსახურება მისი ინტერესების დაცვას. კოდექსში გაჩნდა „ნორმირებული სამუშაო დროის“ განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში, ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი. ზეგანაკვეთური სამუშაოს შინაარსი პირდაპირ მიება ნორმირებულ სამუშაო დროს, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ „ზეგანაკვეთური სამუშაო“ არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. აქედან გამომდინარე, შეცვლილია მოდელი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო კვირაში 40 საათიანი რეჟიმის გადაჭარბებისას წარმოიშობოდა. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: [...]

ზეგანაკვეთური სამუშაო – საქართველოს შრომის კოდექსი2021-05-24T11:04:12+04:00

2021 წლის ნოემბირს CFA-ის I დონის გამოცდის მნიშვნელოვანი თარიღები

2022-01-05T12:21:52+04:00

თუ CFA-ის I დონის ნოემბრის გამოცდის ჩაბარება გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს თარიღები: ადრეული რეგისტრაციის და ინვოისით გადახდის ბოლო ვადა - 4 მაისი სტანდარტული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 10 აგვისტო ტესტ-ცენტრის და საგამოცდის თარიღის არჩევის ბოლო ვადა - 25 აგვისტო საგამოცდო თარიღის გადავადების ბოლო ვადა - 14 ოქტომბერი ნოემბრის CFA-ის I დონის გამოცდის ფანჯარა - 16-22 ნოემბერი 2 აგვისტოდან იწყება CFA-ის I დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, სადაც: 30 აპრილის ჩათვლით კურსზე ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 3 500 ლარს, 3 800 ლარის ნაცვლად (დღგ-ის ჩათვლით) 30 ივლისის ჩათვლით კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლისთვის კი – 3 500 ლარს, 3 800 [...]

2021 წლის ნოემბირს CFA-ის I დონის გამოცდის მნიშვნელოვანი თარიღები2022-01-05T12:21:52+04:00