Lean მენეჯმენტი მართვის უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციას და მუდმივ განვითარებას.

ამ ბლოგში გაეცნობი: რა არის LEAN, რატომ უნდა იხელმძღვანელო ამ მეთოდოლოგიით, რა სარგებელი აქვს მას და რის გაგებაში გვეხმარება პროცესების მართვის დროს.

რა არის LEAN?

LEAN მენეჯმენტი არის მართვის ფილოსოფია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით.

რატომ LEAN?

Lean გვეხმარება გავაუმჯობესოთ სამუშაო პროცესის ეფექტურობა, შევამციროთ დანახარჯები, გავზარდოთ მომხმარებლის და თანამშრომლების კმაყოფილება და ჩართულობა.

რა სარგებელი აქვს LEAN-ს?

ლინი იძლევა ხელშესახებ სარგებელს.

აუმჯობესებს: 

  • ხარისხს
  • მომხმარებლის ზოგად კმაყოფილებას
  • თანამშრომელთა ჩართულობას, განწყობას და კომპანიის კულტურას.

ამცირებს:

  • ხარჯებს/დანაკარგებს
  • პროცესის ციკლის დროს.

LEAN გვეხმარება გავიგოთ:

  • რა მატებს ღირებულებას მომხმარებელს?
  • როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად?
  • როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას?
  • როგორ გამოიყურება „იდეალური“ პროცესი?
  • როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა?

BDO Academy-ში ტარდება LEAN მენეჯმენტის კურსი, რომელსაც Lean 6sigma მწვანე ქამრის მფლობელი, BDO Georgia-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაცის ხელმძღვანელი – ირმა ბერძენიშვილი უძღვება.