ლინი და ეჯაილი მენეჯერებისთვის
ტრენინგი წარმოადგენს თანამედროვე მენეჯერული პრაქტიკების საფუძვლების შემსწავლელ პროგრამას, რომელიც მონაწილეებს აცნობს Lean და Agile მიდგომებს, პროცესების გაუმჯობესების ინსტრუმენტებსა და Scrum-ის ჩარჩოს.
კურსი უზრუნველყოფს იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამუშაო გარემოში პროცესების, პროექტებისა და ოპერაციების მართვისთვის.
სასწავლო კურსის მიზნები
კურსი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, ვინც ისწრაფვის კარიერული განვითარებისკენ და სურს დაეუფლოს Lean და Agile მეთოდოლოგიების პრაქტიკულ საფუძვლებს.
პროგრამა მიზნად ისახავს:
- Lean ფილოსოფიისა და პრინციპების გააზრებას
- Agile მიდგომის და Scrum ჩარჩოს საფუძვლების შესწავლას
- პროცესების ანალიზისა და დანაკარგების გამოვლენის უნარის განვითარებას
- ღირებულებათა ჯაჭვის (Value Stream Mapping) გამოყენების საწყისი კომპეტენციის ჩამოყალიბებას
- პროფესიული ტერმინოლოგიის და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას თანამედროვე მენეჯერულ გარემოში.
სასწავლო კურსის სწავლის შედეგები
- განმარტონ Lean და Agile მეთოდოლოგიების ძირითადი პრინციპები
- გამოიყენონ Lean ინსტრუმენტების საფუძვლები (5S, PDCA, Kaizen, VSM)
- ამოიცნონ პროცესებში არსებული დანაკარგები და შეფერხების წყაროები
- გაიაზრონ Scrum-ის როლები, არტეფაქტები და ცერემონიები
- შეაფასონ ტრადიციული და Agile მიდგომების განსხვავებები
- გააანალიზონ პროცესის რუკა და იდენტიფიცირონ გაუმჯობესების შესაძლებლობები.
- მენეჯერები და გუნდის ლიდერები
- HR და ოპერაციების სპეციალისტები
- სტუდენტები და კარიერის შეცვლის მსურველები
- ჯუნიორ და მიდლ პროექტისა და პროდუქტის მენეჯერები
- ყველა, ვინც დაინტერესებულია Lean და Agile მიდგომების პროფესიულ დონეზე შესწავლით.
სწავლების მეთოდოლოგია
კურსი შედგენილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რაც მსმენელს საშუალებას მისცემს უკეთ ჩაწვდეს ლინ მენეჯმენტს და მის მიდგომებს, ხოლო მოგვიანებით კი, თავად შეძლოს ყოველდღიურ საქმიანობაში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენება. მონაწილეებს ტრენინგი დაეხმარება დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს.
სასწავლო კურსის შინაარსი
- რა არის ლინ მენეჯმენტი
- ლინის პრინციპები
- ლინის ინსტრუმენტები
- დანაკარგების 8 სახეობა
- RCPS – პრობლემების მართვა – The Fishbone Diagram, 5 რატომ
- ბიზნეს პროცესების ანალიზი VMS (value stream mapping) გამოყენებით 5S.

ირმა ბერძენიშვილი
EFFILAB – ეფექტურობის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მთავარი ტრენერი
ირმა ბერძენიშვილი არის ორგანიზაციული ეფექტურობის, Lean და Agile ტრანსფორმაციების ექსპერტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც ეხმარება კომპანიებს შეამცირონ პროცესის დანაკარგები, დააჩქარონ გადაწყვეტილებების მიღება და შექმნან სისტემები, რომლებიც რეალურად მუშაობს ყოველდღიურ საქმიანობაში.
მისი პროფესიული კარიერა მოიცავს მასშტაბურ ოპერაციულ და ციფრულ ტრანსფორმაციებს საქართველოს უმსხვილეს ფინანსურ და საკონსულტაციო ორგანიზაციებში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა ცვლილებებს როგორც სტრატეგიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე.
ირმას მონაწილეობა აქვს მიღებული Agile და ოპერაციული ტრანსფორმაციების განხორციელებაში ორ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტში, მათ შორის ერთ-ერთში ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიან ტრანსფორმაციას, რომელიც შეეხო ათეულობით გუნდს, პროცესს და მართვის სისტემას.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს:
Bank of Georgia – Agile ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი
BDO Digital Georgia – დირექტორი, პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის მიმართულება
TBC Bank – Lean Management პროექტების კოორდინატორი
საქართველოში პირველად ჩაერთო Lean Management-ისა და Agile-ის სისტემური დანერგვის პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან Mckinsey და ადგილობრივ გუნდთან თანამშრომლობით, როგორც ფრონტ ოფისის, ისე ბექ ოფისის დონეზე, რაც მოიცავდა სტრატეგიას, ოპერაციულ მოდელს, მართვის სისტემებსა და გუნდის მუშაობის პრაქტიკულ სტანდარტებს.
განათლება და სერტიფიკატები:
PhD დოქტორი ინფორმატიკაში
MBA-ის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით – (ESM Tbilisi)
PMI- ACP
Lean 6sigma შავი ქამრის მფლობელი
ხანგძლივობა: 10 საათი (4 შეხვედრა)
₾ ღირებულება: 800