BDO Academy-ში ტარდება მოსამზადებელი კურსი CFA-ის პირველი დონის გამოცდისთვის, სადაც საშუალოდ 4 თვეში ინტენსიური და ინტერაქტიული ტრენინგების მეშვეობით მიიღებთ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას და მასალას, რაც გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარებათ. 

გიზიარებთ CFA Institute-ის მიერ მომზადებულ პატარა ქვიზს იმ საკვანძო სიტყვების და ფრაზების შესამოწმებლად, რომელიც მთავარია ინვესტიციების მართვის ინდუსტრიისთვის. ქვიზის ბოლოს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ტერმნითა დამხმარე ლექსიკონი.

CFA institute, იგივე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა ინსტიტუტი, ინვესტიციების პროფესიონალთა გლობალური ასოციაციაა, რომელიც ფინანსურ ბაზარზე პროფესიული ცოდნისა და ქცევის ნორმების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს ადგენს. CFA ინსტიტუტს ჰყავს 170 000-ზე მეტი წევრი 164 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის 165 000 CFA-ის სერტიფიკატის მფლობელი (Charterholder) და 156 ადგილობრივი გაერთიანება.

მოსამზადებელი კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bdoacademy.edu.ge/cfa/

ქვიზის დაწყება