About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 68 blog entries.

საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა

2022-09-09T12:13:38+04:00

საწარმოს ზომითი კატეგორია 3 კრიტერიუმის: აქტივების ჯამური ღირებულების, შემოსავლებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, აღნიშნული 3 კრიტერიუმიდან სულ მცირე 2 კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ჩაითვლება შესაბამისი ზომითი კატეგორიის საწარმოდ. * სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი წარმოადგენენ III, II ან I კატეგორიის საწარმოებს.   * ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეთ ბმულით: https://saras.gov.ge/ka/Home/ReportSupervision BDO Academy ამ მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ კურსებს: IFRS - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები) IFRS for SMEs - მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური [...]

საწარმოს ზომითი კატეგორიის განსაზღვრა2022-09-09T12:13:38+04:00

საწარმოს გადაცემა – საქართველოს შრომის კოდექსი

2022-09-07T12:52:22+04:00

„საწარმოს გადაცემა“ საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის ცვლილებებით დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც პრაქტიკაში მეტად მნიშნელოვან საკითს ეხება. საკითხის აქტუალურობას განაპირობებს კოვიდ პანდემიაც, რომლის პირობებშიც არა ერთ საწარმოს მოუწია რეორგანიზაცია და ახალ რეალობაზე გადაწყობა. „საწარმოს გადაცემა“ ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს, ბიზნესის ან მათი ნაწილის გასხვისებას. ეს ინსტიტუტი ორიენტირებულია ბიზნესის გასხვისებისას საწარმოს გადამცემის თანამშრომლების ინტერესების დაცვაზე, რაც ზემოხსენებულ ცვლილებამდე შრომის კოდექსით არ იყო გათვალისწინებული. დღეს უკვე დაუშვებელია საწარმოს გადამცემის ან საწარმოს მიმღების მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საწარმოს გადაცემის საფუძვლით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების დაცვით შრომითი ხელშეკრულების რეორგანიზაციის საფუძვლით (საქართველოს შრომის კოდექსი, 47-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ‘ა’ ქვეპუნქტი) შეწყვეტის უფლებას. საწარმოს [...]

საწარმოს გადაცემა – საქართველოს შრომის კოდექსი2022-09-07T12:52:22+04:00

LEAN მენეჯმენტის კურსი ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის

2022-07-13T14:46:11+04:00

BDO Academy-მ ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის, გუნდის ლიდერების განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე - LEAN მენეჯმენტი. კურსის მიზანი იყო მონაწილეებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, შეესწავლათ ლინ მენეჯმენტის ტექნიკები, მიდგომები და გამოემუშავათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ლინ ფილოსოფიით მუშაობისათვის. ლინ მენეჯმენტი მართვის ფილოსოფიაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას მომხმარებლისთვის მეტი ღირებულება დანაკარგების შემცირების გზით. მონაწილეებს ტრენინგი საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკას (VSM), ასევე პრობლემების გაანალიზების და ძირეული მიზეზების გამოკვლევის ინსტრუმენტებს. მომავალში მონაწილეებისთვის ჩატარდება შემდგომი სესიები და ტრენერთან ერთად იმუშავებენ პროექტებზე.

LEAN მენეჯმენტის კურსი ატლანტიკ საქართველოს თანამშრომლებისთვის2022-07-13T14:46:11+04:00

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერებისთვის „ტრენერების ტრენინგი“ ჩატარდა

2022-06-09T14:15:19+04:00

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერთა რესერტიფიცირების პროექტის ფარგლებში, BDO Academy-მ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ტრენერების ტრენინგი. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა ელენე ზერეკიძემ - BDO კონსალტინგის ტრენინგების უფროსი კონსულტანტი, კურსის განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგ საჭიროებების დადგენა საკუთარი მასალების შექმნა ტრენინგის ხარისხიანად ჩასატარებლად ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები ეფექტური კომუნიკაციის უნარები სტრესის მართვა მსმენელების შეფასების სისტემა ტრენინგის უკუკავშირის ფორმა PPT-ისა და სხვა დამხმარე ვიზუალური მასალების შექმნა. BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ტრენერებისთვის „ტრენერების ტრენინგი“ ჩატარდა2022-06-09T14:15:19+04:00

თეგეტა ჰოლდინგის მენეჯერებისთვის BDO Academy-მ კურსი „ფინანსები მენეჯერებისთვის“ ჩაატარა

2022-05-25T16:30:16+04:00

თანამშრომელთა განვითარების პროექტის ფარგლებში, თეგეტა აკადემიამ დააორგანიზა ტრენინგი თემაზე „ფინანსები მენეჯერებისთვის“, რომლის მიზანი კომპანიის თანამშრომლებისთვის ფინანსური ანგარიშგების ძირითადი პრინციპების შესწავლა და პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შეძენა იყო. სწავლების პერიოდში მოხდა პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული ტრენინგის სპიკერმა მიხეილ ჟუჟუნაშვილმა - BDO Georgia-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილების მენეჯერი, კურსის „ფინანსები მენეჯერებისთვის“ განმავლობაში განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსების ცოდნა კომპანიის მენეჯმენტისთვის? ფინანსური ანგარიშგების სწორი აღქმა და კომპონენტების მიმოხილვა ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა და ანალიზი ხარჯთაღრიცხვა მომავლის პროგნოზირება ინვესტიციების შეფასება BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის [...]

თეგეტა ჰოლდინგის მენეჯერებისთვის BDO Academy-მ კურსი „ფინანსები მენეჯერებისთვის“ ჩაატარა2022-05-25T16:30:16+04:00

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ფინანსურ საკითხებზე ვებინარები ჩაატარა

2022-04-13T19:17:27+04:00

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ფინანსების მართვის პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ვებინარების სერია თემებზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის და 2021-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები. ფინანსების სფეროში სიახლეების გაცნობის მიზნით, ვებინარი ჩატარდა TBC Bank-ის ბიზნეს მომხმარებელთათვის, კერძოდ ბუღალტრებისთვისა და ფინანსისტებისთვის. BDO Academy-ის მიერ ჩატარებული სემინარების სპიკერებმა: ივანე ჟუჟუნაშვილმა - BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი, და დავით დარსაველიძემ - BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება, ისაუბრეს თემაზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საიჯარო აქტივების ან იჯარის შემცველი აქტივების დაიდენტიფიცირება საიჯარო აქტივებისა და ვალდებულებების თავდაპირველი შეფასება იჯარის ვადა საიჯარო ვალდებულებებისა და გამოყენების უფლების მქონე აქტივის შემდგომი და [...]

TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის ფინანსურ საკითხებზე ვებინარები ჩაატარა2022-04-13T19:17:27+04:00

გადასახადების სავარაუდო დარიცხვა – ცვლილება ბრძანებაში

2022-03-28T12:43:43+04:00

6 და 8 აპრილს ვატარებთ 2020-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ სემინარს, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 იანვარს გამოქვეყნებული ბრძანებით №18 ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 37-ე, მე-40 და 74-ე მუხლებში. ცვლილებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების წარუდგენლობა აღარ უთანაბრდება ნულოვანი დეკლარაციის წარდგენას. დღგ-ის დეკლარაციის შემთხვევაში ეს წესი მოქმედებს 2020 წლის ნოემბრიდან, თუმცა ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დებულებები არ ვრცელდება მხოლოდ ისეთ საწარმოებზე, რომლებიც იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მათი ლიკვიდაციის პროცესი. მოცემულმა ცვლილებამ განაპირობა [...]

გადასახადების სავარაუდო დარიცხვა – ცვლილება ბრძანებაში2022-03-28T12:43:43+04:00

დეკლარაციების წარუდგენლობა – ცვლილება ბრძანებაში

2022-03-28T11:02:45+04:00

BDO Academy-ში ტარდება კურსი: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები. 2022 წლის 28 იანვარს გამოქვენდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №18, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, აღნიშნული ბრძანების 11(1) მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი. მოცემული მუხლი ადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი. ცვლილებით ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს [...]

დეკლარაციების წარუდგენლობა – ცვლილება ბრძანებაში2022-03-28T11:02:45+04:00

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №9

2022-03-28T11:03:49+04:00

BDO Academy-ში გთავაზობთ კურსს: საგადასახადო კოდექსი, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით დაბეგვრის ძირითადი პრინციპები, გააცნოს - საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალი და საერთაშორისო დაბეგვრის ზოგადი პირნციპები. მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“, 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით დაემატა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ - დანართი №9. აღნიშნული ცვლილების გამოყენება სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება საკასო შემოსავალი ან/და ხარჯი. ამ მეთოდური მითითების თანახმად, კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, [...]

მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ – დანართი №92022-03-28T11:03:49+04:00

პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და გონივრული მისადაგება – საქართველოს შრომის კოდექსი

2022-01-05T12:27:54+04:00

2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილებებმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ბევრი საინტერესო სიახლე მოიცვა. გაიზარდა დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი. ამ კუთხით განჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22) და გონივრული მისადაგება (მუხლი 9). ორივე ცვლილება თავისი შინაარსით უნიკალურია და უცხოა კოდექსის ადრეული ვერსიებისთვის. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 22) საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ ზოგად დანაწესს მოსდევს უფრო „ვიწრო“ შინაარსი, რომლის მიხედვითაც შვებულების დასრულების შემდეგ: ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დასაქმებული უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეს [...]

პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და გონივრული მისადაგება – საქართველოს შრომის კოდექსი2022-01-05T12:27:54+04:00