BDO Academy-ში ტარდება სემინარი „საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები“, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს 2020 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები დღგ-ის ახალი რეფორმისა და სხვა გადასახადების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 112-ე მუხლს მარტის თვეში დაემატა 48-ე ნაწილი:

თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

გაიგეთ მეტი და დარეგისტრირდით სემინარზე: https://bdoacademy.edu.ge/dghgs-axali-reforma/