BDO Academy-ში ვატარებთ სემინარს – საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები

ცვლილება საქონლის სატრანსპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების შესახებ

2021 წელს ამოქმედებულ დღგ-ის ახალი რეფორმით განისაზღვრა საქონლის იმპორტის შემთხვევაში, საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომლებიც გაიწეოდა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე, შეიტანებოდა საქონლის საბაჟო ღირებულებაში და ექვემდებარებოდა გათავისუფლებას – დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

2021 წლის 16 ივლისის ცვლილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანების 112-ე მუხლს დაემატა 49-ე ნაწილი, რომლის თანახმადაც განიმარტა: აღნიშნული შეღავათი შეეხება არა მხოლოდ იმ სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც საბაჟო საზღვრამდეა გაწეული და შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, არამედ ყველას, რომლებიც შეტანილია საქონლის საბაჟო ღირებულებაში.

ცვლილება ვრცელდება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან განხორციელებულ ოპერაციებზე.

სხვა საგადასახადო სიახლეების გასაცნობად დარეგისტრირდით სემინარზე: https://bdoacademy.edu.ge/dghgs-axali-reforma/