2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული დღგ-ის ახალი კარის თანახმად, არარეზიდენტ დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან და ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
2021 წლამდე არსებული რეგულაციებით კი, არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებაზე საქართველოში ვრცელდებოდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის იგივე წესი, რაც გამოიყენებოდა რეზიდენტ საწარმოებსა და მეწარმეებზე, თუ მათ მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს.
წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-9 ნაწილი.
BDO Academy-ში ვატარებთ სემინარს: არარეზიდენტი პირების დაბეგვრა, რომლის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოქმედი გადასახადების მიხედვით არარეზიდენტი პირების დაბეგვრის ძირითადი პრინციპები.
არარეზიდენტი პირების დაბეგვრის სემინარი განკუთვნილია როგორც დამწყები და პრაქტიკოსი ბუღალტრებისთვის, ასევე საგადასახადო დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები:
- საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები (ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება, დივიდენდი, როიალტი, პროცენტი და სხვა)
- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების გამოყენების წესი და გათავისუფლებით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა
- არარეზიდენტი პირის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრის დღგ-ით დაბეგვრა (მ.შ. ავანსად გადახდილი მომსახურების თანხის დღგ-ით დაბეგვრა)
- არარეზიდენტ პირთან დაკავშირებული ოპერაციების მოგების გადასახადით დაბეგვრა.