TBC Bank-მა BDO Academy-ისთან პარტნიორობით ფინანსების მართვის პროექტის ფარგლებში, ჩაატარა ვებინარების სერია თემებზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის და 2021-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები.
ფინანსების სფეროში სიახლეების გაცნობის მიზნით, ვებინარი ჩატარდა TBC Bank-ის ბიზნეს მომხმარებელთათვის, კერძოდ ბუღალტრებისთვისა და ფინანსისტებისთვის.
BDO Academy-ის მიერ ჩატარებული სემინარების სპიკერებმა:
- ივანე ჟუჟუნაშვილმა – BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი, და დავით დარსაველიძემ – BDO Georgia-ს პარტნიორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულება, ისაუბრეს თემაზე: IFRS 16 მოიჯარეებისათვის, სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
- საიჯარო აქტივების ან იჯარის შემცველი აქტივების დაიდენტიფიცირება
- საიჯარო აქტივებისა და ვალდებულებების თავდაპირველი შეფასება
- იჯარის ვადა
- საიჯარო ვალდებულებებისა და გამოყენების უფლების მქონე აქტივის შემდგომი და ხელახალი შეფასება
- იჯარის მოდიფიკაცია
- იჯარის წარდგენა
- ძალაში შესვლის თარიღი და გარდამავალი დებულებები.
- თეონა პაპიაშვილმა, BDO Georgia-ს საგადასახადო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელი, დეტალურად განიხილა 2021-2022 წლების მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები, კერძოდ ისაუბრა დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმისა და მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეების შესახებ სხვა გადასახადებში.
BDO Academy გთავაზობთ თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგ-პროგრამების შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად.