IFRS 

კურსი ეხება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს ფინანსური ანგარიშგების ფუნდამენტურ პრინციპებს. კურსის განმავლობაში მსმენელები გაივლიან ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითად სტანდარტებს (IFRS & IAS). სწავლების პროცესში მოხდება პრაქტიკული უნარების განვითარება ქეისების ანალიზისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია სტუდენტებმა შეიძინონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა იმ საკითხების შესახებ, რომელიც მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • მომავალი მთავარი ბუღალტრები
  • აუდიტორები
  • ყველა, ვისაც სურს განიმტკიცოს ცოდნა ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითად სტანდარტებში და იყოს კონკურენტული ბაზარზე.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
  • ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასა და ბოლომდე მიყვანას
  • ორგანიზაციის წარმატებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების შერჩევას, დანერგვასა და გამოყენებას
  • დასკვნების გაკეთებას
  • ამ საკითხებზე ეფექტურ კომუნიკაციას

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • სტრუქტურული საფუძვლები და ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა
  • საინვესტიციო ქონება, სესხის სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები და გასაყიდად გამიზნული აქტივები
  • არამატერიალური აქტივები 
  • აქტივების გაუფასურება
  • შემოსავალი
  • ფინანსური ინსტრუმენტები, სამართლიანი ღირებულება
  • იჯარის აღრიცხვა და მასთან დაკავშირებული საკითხები
  • მარაგები (IAS 2); სოფლის მეურნეობა (IAS 41)
  • სააღრიცხვო პოლიტიკა
  • სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა და სახელმწიფო დახმარების განმარტებითი შენიშვნები
  • ბიზნეს კომბინაციები
  • მეკავშირე საწარმოს და ერთობლივი საწარმოს აღრიცხვა (IAS 28), ერთობლივი ოპერაციების აღრიცხვა (IFRS 11)
  • კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება

გიორგი ალავიძე, ACCA

BDO Georgia-ს აუდიტის და სხვა მარწმუნებული მომსახურების მიმართულების ასისტენტ-მენეჯერი


სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი. კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი.

🔗 LinkedIn

ხანგრძლივობა: 51 საათი  

ღირებულება: 1 200 ლარი

რეგისტრაცია
სილაბუსი