პანდემიის პერიოდში თითქმის თითოეულ ჩვენგანს სახლში დარჩენა და დისტანციურად საქმის კეთება მოგვიწია. ბევრისთვის Online მუშაობა თუ სწავლა ახალი ხილი იყო, ზოგისთვის კი – ჩვეულებრივი მოვლენა. რაც მთავარია, მიმდინარე მოვლენებმა გვიჩვენა, რომ თურმე სახლიდან გაუსვლელადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი დრო ეფექტურად და პროდუქტიულად.

BDO Academy-ში გვჯერა, რომ წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი კომპონენტი უწყვეტი სწავლაა, ამიტომაც გთავაზობთ სხვადასხვა მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს. ამ ბლოგის მეშვეობით, წარმოგიდგენთ იმ სერტიფიცირებებს, რომელიც ერთი-ორჯერ გაზრდის თქვენი რეზიუმის ღირებულებას.

  1. HR სერტიფიცირებები (PHRi | SPHRi)

ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, ადამიანური რესურსების სფეროში სერტიფიცირება არც თუ ისე სავალდებულოა საქართველოში. დამსაქმებლები დაგვეთანხმებიან თუ ვიტყვით, რომ HR სფეროში სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ დიდი სარგებელი მიიღონ პროფესიონალური სერტიფიცირებით. დღეისთვის HR პროფესიონალებს შეგიძლიათ აირჩიოთ სერტიფიკატები, რომლებიც განავითარებს თქვენს უნარებს და მოგცემთ გამოცდილებას თქვენს სფეროში.

BDO Academy პირველი ოფიციალური ტრენინგ პროვაიდერია მთელს ამიერკავკასიაში, რომელიც გთავაზობთ HRCI-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს – პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (PHRi™) და უფროსი პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (SPHRi™). საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, HRCI-ის ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს.

  1. პროექტის მართვის სერტიფიცირებები (Agile | Scrum | PMP)

ნებისმიერს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პროექტის მართვის ხელმძღვანელობასა და ორგანიზაციულ უნარებზე, მაგრამ ამ სფეროში სერტიფიცირება თქვენს რეზიუმეს ნამდვილად სხვა ელფერს მისცემს. სერტიფიცირება საშუალებას მოგცემთ უფრო დახვეწილი მიდგომით მართოთ თქვენი პროექტი სხვადასხვა მეთოდოლოგიების გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სერტიფიკატი განსაკუთრებით სასარგებლოა პროექტის მართვის სფეროში მოღვაწეებისთვის, თქვენ მიერ შეძენილი ცოდნის გამოყენება  ასევე შეიძლება მენეჯერობისა და ხელმძღვანელობის დონეზე სხვა სფეროებში.

  1. IT უსაფრთხოების სერტიფიცირებები (CEH | CISSP | CISM | CISA)

ყველასთვის ცნობილია კომპიუტერული ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვნება. დღეს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კომპანიებთან და მომხმარებლებთან გვქონდეს დიდი მოცულობის მონაცემებით და ციფრული პლატფორმების მეშვეობით კომუნიკაცია, რაც ამასთანავე ზრდის ორგანიზაციების კიბერსაფრთხის ალბათობას. ამიტომაც, დიდი ორგანიზაციები ეძებენ სერტიფიცირებულ პროფესიონალებს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული სერტიფიკატები საერთაშორისო დონის აპლიკანტის ტიტულს მოგანიჭებთ.

  1. ფინანსური სერტიფიცირებები (CFA | CIMA | ACCA)

ფინანსური პროფესიონალებისთვის სერტიფიცირება მათი შესრულებული საქმის სანდოობას განსაზღვრავს. ამ სფეროში შესაბამისი სასერტიფიკატო კურსები დაგეხმარებათ დახვეწოთ და აამაღლოთ თქვენი სამუშაო სტილი და გახდეთ უფრო სასურველი პოტენციური დამსაქმებლისათვის თუ კლიენტებისათვის.

BDO Academy წლებია ACCA-ის ოქროს პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ACCA აღიარებს ჩვენი სწავლების მაღალ სტანდარტებს. ამასთან ერთად ატარებს CFA-ის პირველი დონის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს. მომავალში კი, აუცილებლად შემოგთავაზებთ  CIMA-ს გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებსაც.

არჩეული კარიერის გზაზე შესაბამისი სერტიფიკატების მოპოვება დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი დასაქმების შესაძლებლობა, განვითარდეთ პროფესიულად და დაამტკიცოთ თქვენი ცოდნა.

BDO Academy Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შეგიძლიათ ჩააბაროთ: CISCO-ს, C++-ის, CIMA-ს, Microsoft-ის, VMware-ის, Oracle-ისა და სხვა საერთაშორისო გამოცდები. სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.