Agile/Scrum-ით მართვის მოქნილი მეთოდები

Agile მიდგომა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპზე. განმეორებითი ინტერაქციებითა და დაკვირვებით, გუნდს საშუალებას აძლევს დროულად აღმოფხვრან ხარვეზები და შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქტი.

სასწავლო კურსის მიზნები 

კურსის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლონ პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და ტექნიკები ეჯაილისა და სკრამის მიხედვით. ასევე, გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ეჯაილით/სკრამით მუშაობისათვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, გუნდს შეეძლება ეჯაილის/სკრამის მეთოდოლოგიით მუშაობის დაწყება.

სასწავლო კურსის აუდიტორია

  • კომპანიაში მომუშავე პროექტების გუნდების: ბიზნეს ანალიტიკოსები, ტესტერები, დეველოპერები, დიზაინერები, პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები
  • პროექტების მენეჯერებისთვის და ხელმძღვანელებისთვის.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგები

ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • ეჯაილისა და სკრამ მიდგომების გამოყენებას
  • ეფექტურ საქმიანობას
  • პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსი გაჯერებული იქნება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის სავარჯიშოებით, რომელშიც ჩაერთვებიან ტრენინგის მონაწილეები.

კურსი მოიცავს აქტივობებს, რომელიც მონაწილე გუნდების ყოველდღიურ საქმიანობის ამსახველ ქეისებზე იქნება მორგებული.

სასწავლო კურსის შინაარსი 

  • რა არის ეჯაილი, მისი ისტორია და მანიფესტო
  • რა არის სკრამი,  სკრამ გუნდი, ახალი როლები და პასუხისმგებლობები
  • სკრამის ცერემონიები
  • ეჯაილ მიდგომების მიხედვით ამოცანის დაშლა და შეფასების ტექნიკები
  • გუნდის ფორმირება
  • ჯირა, როგორც ტექნიკური ინსტრუმენტი ეჯაილ პროექტების სამართავად.

ირმა ბერძენიშვილი

BDO Georgia-ს პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი


Lean 6sigma მწვანე ქამრის მფლობელი. საბანკო სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. აქედან 9 წლიანი გამოცდილება ლინ მენეჯმენტის, ეჯაილის, სკრამის/კანბანის და პროცესების ეფექტურობის მიმართულებით. ასევე, დამატებით 3 წლიანი გამოცდილება პროცესების რობოტიზაციისა და ანალიტიკის ინოვაციური ტექნოლოგიის განხრით.

თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრი და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი.

გამოცდილება:

  • ლინ ტრანსფორმაციის კოორდინატორი
  • IT პორტფოლიოს მენეჯერი
  • ეჯაილ ქოუჩი

🔗 LinkedIn

ხანგძლივობა: 12 საათი (6 დღე)

ღირებულება: განსხვავებული

რეგისტრაცია
სილაბუსი