SPHRi

SPHRi საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ. HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტებს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტ ქვეყანაში.

SPHRi-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ SPHRi-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, SPHRi

გამოცდაზე გასვლის პრე-რეკვიზიტები

  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან ადგილობრივი ექვივალენტი

ან

  • მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის პოზიციაზე + სკოლის ატესტატი.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/sphri

ტიტულის უპირატესობები:

  1. დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  2. უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  3. სწრაფი კარიერული წინსვლა
  4. მაღალი ანაზღაურება
  5. SPHRi-ის კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი, რომელსაც რეზიუმეში მიუთითებთ.

პრე-რეკვიზიტები:

  • ინგლისური ენა B2
  • აკადემიური ხარისხი ან სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით

კურსს ექნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახე. ჩატარდება ყოველკვირეული ტესტი და განხილული იქნება ქეისები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

თემატიკა

  • ბიზნესი და სტრატეგია
  • ბიზნესის მართვა და სტრატეგია
  • ტალანტების განვითარება და მართვა
  • HR მომსახურების გაწევა
  • HR ანალიტიკა

თეიკო ბოკუჩავა SPHRi, PHRi

სერტიფიცირებული “ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” HRCI მიერ


მუშაობის 17 წლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსების კუთხით.

  • კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუსი კავენდიშ კოლეჯის მოსახლეობის და განვითარების კურსდამთავრებული
  • ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის მიერ
  • ქოუჩი ნეირო ლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით, სერტიფიცირებული ნეირო ლინგვისტური პროგრამირების საერთაშორისო საზოგადოების მიერ
  • ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ლიდერობის ინტენსიური კურსის სერტიფიცირებული.

ხანგძლივობა: 23 საათი

ღირებულება: 1800 ლარი

 

რეგისტრაცია
სილაბუსი