Pearson VUE
BDO Academy Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია. Pearson-ის, მსოფლიოს უდიდესი სასწავლო კომპანიის ნაწილი – Pearson VUE არის ონლაინ გამოცდების ლიდერი პლატფორმა, რომელსაც 450-ზე მეტი საერთაშორისო სასერტიფიკატო ორგანიზაცია ირჩევს, რათა განავითარონ, მართონ, მიაწოდონ და გაზარდონ თავიანთი ტესტირების პროგრამები.
Pearson VUE უზრუნველყოფს ინდუსტრიაში ყველაზე დაცულ გარემოს ონლაინ სასერტიფიკატო და სალიცენზიო გამოცდებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:
- ფინანსები და მასთან დაკავშირებული სფეროები
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ჯანდაცვა
- საჯარო მართვა და სხვა.
Pearson VUE-მ შექმნა თანამედროვე ტექნოლოგია, რისი მეშვეობითაც კანდიდატებს აქვთ საშუალება ჩააბარონ გამოცდა დისტანციურად, მათთვის მისაღებ ავტორიზებულ ცენტრში.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურთ გამოცადონ საკუთარი ცოდნა და ჩააბარონ გამოცდები, BDO Academy-ს აქვს საპარტნიორო შეთანხმებები Pearson VUE-ის ბაზაზე, სადაც შეუძლიათ ჩააბარონ CISCO-ს, C++-ის, CIMA-ს, Microsoft-ის, VMware-ისა და Oracle-ის საერთაშორისო გამოცდები.
სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. გამოცდაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს: https://home.pearsonvue.com/test-taker.aspx