2021 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსის დღგ-ს ნაწილში მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ – განისაზღვრება ახალი ტერმინები და მათი დაბეგვრის მიდგომები. ერთ-ერთი სიახლე შეეხება ვაუჩერების დაბეგვრას.
ვაუჩერები დაიყო ორ ჯგუფად – ერთჯერადი და მრავალჯერადი. მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი შემთხვევა:
კომპანიამ გამოსცა 100 ლარიანი და 200 ლარიანი ვაუჩერები:
- 100 ლარიანი ვაუჩერით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ადგილად საქართველო და ვაუჩერის სანაცვლოდ მისაწოდებელი საქონელი იბეგრებოდა დღგ-ით.
- 200 ლარიანი ვაუჩერით განსაზღვრული იყო საქონლის მიწოდების ადგილად საქართველო და ამასთან, ვაუჩერის სანაცვლოდ განსაზღვრული იყო როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქტის მიწოდება.
100 ლარიანი ვაუჩერი თავისი შინაარსით აკმაყოფილებს დღგ-ის ახალი კარით განმარტებული ერთჯერადი ვაუჩერის ცნებას და იბეგრება პირველივე მიწოდების დროს დღგ-ით. რაც შეეხება 200 ლარიან ვაუჩერს, დღგ-ის კარის ტერმინთა განმარტების თანახმად, განიხილება მრავალჯერად ვაუჩერად, რომლის მიწოდების დროს კომპანიას არ წარმოექმნება დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება და დაბეგრავს ოპერაციას მაშინ, როდესაც მოხდება ვაუჩერის სანაცვლოდ დღგ-ით დასაბეგრი პროდუქტის მიწოდება მისი ღირებულების შესაბამისად.
BDO Academy გთავაზობთ სემინარს „საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები“, რომლის მიზანია მსმენელებს გააცნოს 2020 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები დღგ-ის ახალი რეფორმისა და სხვა გადასახადების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად პრინციპებსა და დეტალებს ოფიციალური საილუსტრაციო ქეისების მაგალითზე.