About nmishveladze@bdo.ge

This author has not yet filled in any details.
So far nmishveladze@bdo.ge has created 68 blog entries.

გაუფასურების კომპენსირება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

2021-10-06T18:13:12+04:00

BDO Academy-ში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტარდება IFRS for SMEs-ის კურსს, სადაც მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წარდგენას, პორტალზე ატვირთვასა და მონაცემების შევსებას კანონის შესაბამისად. ამ ბლოგში გაეცნობით გაუფასურების კომპენსირებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. გაუფასურება კომპენსირდება, როდესაც: აღარ არსებობს მარაგის გაუფასურების გამომწვევი გარემოებები; ან შეცვლილი ეკონომიკური ვითარების გამო, არსებობს მტკიცებულება, რომ პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯებით შემცირებული გასაყიდი ფასი გაიზარდა კომპენსირების თანხა შეზღუდულია თავდაპირველი გაუფასურების ზარალის ოდენობამდე. მაგალითად, ახალი საბალანსო ღირებულება არ შეიძლება მეტი იყოს თვითღირებულებაზე. მარაგების გაუფასურება მსს ფასს-ით განხილულია 27-ე განყოფილებაში, სხვა აქტივებთან ერთად. კურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილია ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის. IFRS for SMEs-ის განმავლობაში [...]

გაუფასურების კომპენსირება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის2021-10-06T18:13:12+04:00

დღგ-ის უახლესი ცვლილებები: დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან

2021-10-06T18:13:51+04:00

დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 112-ე მუხლს მარტის თვეში დაემატა 48-ე ნაწილი.

დღგ-ის უახლესი ცვლილებები: დაკავშირებული უძრავი ნივთის დაბეგვრასთან2021-10-06T18:13:51+04:00

ზეგანაკვეთური სამუშაო – საქართველოს შრომის კოდექსი

2021-05-24T11:04:12+04:00

ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით 2020 წელს დადგენილი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში არსებითად დასაქმებულის მხარეზეა მორგებული და სამართლიანად ემსახურება მისი ინტერესების დაცვას. კოდექსში გაჩნდა „ნორმირებული სამუშაო დროის“ განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში, ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი. ზეგანაკვეთური სამუშაოს შინაარსი პირდაპირ მიება ნორმირებულ სამუშაო დროს, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ „ზეგანაკვეთური სამუშაო“ არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. აქედან გამომდინარე, შეცვლილია მოდელი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო კვირაში 40 საათიანი რეჟიმის გადაჭარბებისას წარმოიშობოდა. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: [...]

ზეგანაკვეთური სამუშაო – საქართველოს შრომის კოდექსი2021-05-24T11:04:12+04:00

2021 წლის ნოემბირს CFA-ის I დონის გამოცდის მნიშვნელოვანი თარიღები

2022-01-05T12:21:52+04:00

თუ CFA-ის I დონის ნოემბრის გამოცდის ჩაბარება გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს თარიღები: ადრეული რეგისტრაციის და ინვოისით გადახდის ბოლო ვადა - 4 მაისი სტანდარტული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 10 აგვისტო ტესტ-ცენტრის და საგამოცდის თარიღის არჩევის ბოლო ვადა - 25 აგვისტო საგამოცდო თარიღის გადავადების ბოლო ვადა - 14 ოქტომბერი ნოემბრის CFA-ის I დონის გამოცდის ფანჯარა - 16-22 ნოემბერი 2 აგვისტოდან იწყება CFA-ის I დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, სადაც: 30 აპრილის ჩათვლით კურსზე ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 3 500 ლარს, 3 800 ლარის ნაცვლად (დღგ-ის ჩათვლით) 30 ივლისის ჩათვლით კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლისთვის კი – 3 500 ლარს, 3 800 [...]

2021 წლის ნოემბირს CFA-ის I დონის გამოცდის მნიშვნელოვანი თარიღები2022-01-05T12:21:52+04:00

ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ მოითხოვება მსს ფასს-ით

2021-05-24T12:10:44+04:00

მცირე და საშუალო საწარმოები ისეთი საწარმოებია, რომლებსაც: არ გააჩნიათ საჯარო ანგარიშვალდებულება აქვეყნებენ საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას გარე მომხმარებლებისათვის. ამ საწარმოებისთვის, IFRS for SMEs-ის სტანდარტით არ მოითხოვება შემდეგი ინფორმაციის წარდგენა: სეგმენტური ინფორმაცია ერთ აქციაზე შემოსავალი შუალედური ფინანსური ანგარიშება. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კურსი:  IFRS for SMEs-ის განმავლობაში შეისწავლით: ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალურ საფუძვლებს ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადებას ფინანსურ ანგარიშგებებს შორის კავშირების გაანალიზებას ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას კანონის შესაბამისად, პორტალზე ანგარიშგების ატვირთვასა და მონაცემების შევსებას.

ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ მოითხოვება მსს ფასს-ით2021-05-24T12:10:44+04:00

საკანონმდებლო ცვლილებები – დღგ-ის რეფორმა

2021-04-21T13:13:37+04:00

წარმოგიდგენთ BDO Georgia-ს საგადასახადო მიმართულების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო მაცნის თებერვლის გამოცემას, სადაც დეტალურად გაეცნობით 2020 წლის დეკემბერსა და 2021-ის იანვარში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საგადასახადო შეღავათები პანდემიასთან დაკავშირებით დღგ-ის ინსტრუქცია საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების გადასახადის დეკლარირება დაქირავებულ პირთა რეესტრი დისტანციური საკონტროლო შესყიდვა დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური/არაკვალიფიციურის სტატუსის მინიჭების შესახებ ცვლილება მთავრობის დადგენილებაში 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის შესახებ ცვლილება კანონში საგადასახადო შეღავათები პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის #83-IIრს-Xმპ კანონით 2021 წლის 5 იანვარს ცვლილებები შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ ცვლილება შევიდა 309-ე მუხლის 112-ე, 113-ე და 115-2 ნაწილებში და დაემატა 114(1). ცვლილება ბრძანებაში დღგ-ის ინსტრუქცია საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების გადასახადის [...]

საკანონმდებლო ცვლილებები – დღგ-ის რეფორმა2021-04-21T13:13:37+04:00

ამოქმედებული რეგულაცია ფას IV კატეგორიის საწარმოებისთვის

2021-08-23T18:46:44+04:00

ამოქმედებულია რეგულაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის მიერ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარადგინონ 2018-2020 წლის შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგება. საწარმოები დაყოფილია ოთხ კატეგორიად შემოსავლების, აქტივების და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით. მეოთხე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება მეოთხე კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი ვრცელდება მეოთხე კატეგორიის საწარმოთა ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმო იყენებს IFRS-ის ან IFRS for SME-ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის [...]

ამოქმედებული რეგულაცია ფას IV კატეგორიის საწარმოებისთვის2021-08-23T18:46:44+04:00

ბასს 7 ფულადი ნაკადების ანგარიშგება

2022-01-05T12:36:26+04:00

ფულადი ნაკადების ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების ფორმაა, რომლის მიზანია მომხმარებლის უზრუნველყოფა ინფორმაციით, რომელიც ეხება საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების ცვლილებებს, ფულადი ნაკადების კლასიფიცირებას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეულ პერიოდში. მიზანი ინფორმაცია საწარმოთა ფულადი ნაკადების შესახებ სასარგებლოა იმისათვის, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს აჩვენებს საწარმოს კომერციული ოპერაციები თავის სალაროს ნაშთზე. ამის გარდა, ფულადი სახსრები უფრო კარგად აღსაქმელი კონცეპტია ვიდრე მოგება და მასზე უფრო ნაკლებად შეიძლება მანიპულირება სხვადასხვა სააღრიცხვო პოლიტიკების გამოყენებით. ფულადი ნაკადები ასევე გამოიყენება საინვესტიციო შეფასების ტექნიკებში, რომლებიც მოიცავს წმინდა დისკონტირებულ ღირებულებას და შესაბამისად ფულადი ნაკადების ანგარიშგება მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ შეაფასოს ბიზნესი. განმარტებები ფულადი სახსრები გულისხმობს ნაღდ ფულს და მოთხოვნამდე [...]

ბასს 7 ფულადი ნაკადების ანგარიშგება2022-01-05T12:36:26+04:00

მნიშვნელოვანი სიახლე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ

2021-05-24T14:03:19+04:00

2020 წელს გამოქვეყნებული დღგ-ის ახალი კარიდან მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის წესის განსაზღვრა. ცვლილების თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრ ოპერაციებში დამატებით გაითვალისწინება და რეგისტრაციის ვალდებულებას წარმოშობს: ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები, თუ ამ ოპერაციების განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა საქონლის ექსპორტის თანხები სხვა გათავისუფლებული ოპერაციები, გადაზიდვები და სხვა მსგავსი (სსკ მუხლი 172, ნაწილი 1-2). განახლებული რეგულაცია ძალაშია 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: საგადასახადო კოდექსის კურსი საგადასახადო სიახლეები: დღგ-ის რეფორმა და სხვა გადასახადები

მნიშვნელოვანი სიახლე დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ2021-05-24T14:03:19+04:00

ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სავარაუდო დარიცხვის შესახებ

2021-05-24T14:03:25+04:00

2020 წელს ამოქმედებული მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეთგან ერთ-ერთია ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სავარაუდო დარიცხვის შესახებ. სსკ-ს დაემატა 66(1)-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება. სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით, ხოლო სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ცვლილება ძალაშია 2020 წლის 23 ივლისიდან. ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: საგადასახადო კოდექსის კურსი საგადასახადო [...]

ახალი საკანონმდებლო რეგულაცია სავარაუდო დარიცხვის შესახებ2021-05-24T14:03:25+04:00