მცირე და საშუალო საწარმოები ისეთი საწარმოებია, რომლებსაც:

  • არ გააჩნიათ საჯარო ანგარიშვალდებულება
  • აქვეყნებენ საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას გარე მომხმარებლებისათვის.

ამ საწარმოებისთვის, IFRS for SMEs-ის სტანდარტით არ მოითხოვება შემდეგი ინფორმაციის წარდგენა:

  • სეგმენტური ინფორმაცია
  • ერთ აქციაზე შემოსავალი
  • შუალედური ფინანსური ანგარიშება.

მცირე და საშუალო საწარმოებისთვის კურსი:  IFRS for SMEs-ის განმავლობაში შეისწავლით:

  • ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალურ საფუძვლებს
  • ფინანსური ანგარიშგებების (უწყისების) მომზადებას
  • ფინანსურ ანგარიშგებებს შორის კავშირების გაანალიზებას
  • ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებითი შენიშვნების მომზადებას
  • კანონის შესაბამისად, პორტალზე ანგარიშგების ატვირთვასა და მონაცემების შევსებას.