ამოქმედებულია რეგულაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის მიერ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წარადგინონ 2018-2020 წლის შესაბამისი კატეგორიის ფინანსური ანგარიშგება. საწარმოები დაყოფილია ოთხ კატეგორიად შემოსავლების, აქტივების და თანამშრომელთა რაოდენობის მიხედვით.

მეოთხე კატეგორიის საწარმო არის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

  • აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება
  • შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება
  • საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება

მეოთხე კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი ვრცელდება მეოთხე კატეგორიის საწარმოთა ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებებზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმო იყენებს IFRS-ის ან IFRS for SME-ის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ვატარებთ Online სემინარს „ფას IV კატეგორიის საწარმოებისთვის“, სადაც განხილული იქნება:

  • პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქცია;
  • ზომითი კატეგორიის განსაზღვრა;
  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით;
  • პრაქტიკული მაგალითები;
  • ანგარიშგების ციფრული ფორმები.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ანგარიშგების წარდგენის ვადა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდეა.