არარეზიდენტი პირების დაბეგვრა ახალი დღგ-ის კარის მიხედვით
nmishveladze@bdo.ge2022-01-05T12:28:55+04:002021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული დღგ-ის ახალი კარის თანახმად, არარეზიდენტ დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან და ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა. 2021 წლამდე არსებული რეგულაციებით კი, არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებაზე საქართველოში ვრცელდებოდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის იგივე წესი, რაც გამოიყენებოდა რეზიდენტ საწარმოებსა და მეწარმეებზე, თუ მათ მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-9 ნაწილი. BDO Academy-ში ვატარებთ სემინარს: არარეზიდენტი პირების დაბეგვრა, რომლის მიზანია [...]