BDO აკადემიისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ახალი თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
Nana Ezugbaia2026-08-12T16:24:34+04:002023-2025 წლების წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, BDO აკადემიამ კონკურსის წესით კვლავ მოიპოვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პარტნიორობა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას განაგრძობს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილი ინიციატივა მიზნად ისახავს მეწარმეების ცოდნის გაღრმავებას, თანამედროვე ბიზნესპრაქტიკების დანერგვასა და კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მიმდინარე წლის ივნისიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში გაიმართება. ძირითადი სასწავლო მიმართულებები სასწავლო პროცესი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მარკეტინგი გაყიდვები ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა გადასახადები ადამიანური რესურსების მართვა იურიდიული მიმართულება გაციფრულება წარმოების მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემები პროგრამის ფარგლებში სასწავლო აქტივობები ჩატარდება [...]