თანამედროვე ბიზნესგარემო პროფესიონალებისგან სწრაფ და მრავალმხრივ განვითარებას მოითხოვს. დღეს პროექტების მართვა აღარ არის მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციის ნაწილი ის ნებისმიერი ლიდერისა და მენეჯერისთვის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ბირთვად იქცა, სადაც წარმატებას პროცესების სწორი სტრუქტურირება და ეფექტური ინსტრუმენტების ფლობა განსაზღვრავს. 

სწორედ ამ რეალობისა და სამუშაო პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესების საჭიროებამ მიიყვანა HR მენეჯერი ანა ნეფარიძე BDO აკადემიის პროექტების მართვის კურსზე. მისი მიზანი ნათელი იყო: აქამდე არსებული, შინაგან შეგრძნებებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების ჩანაცვლება საერთაშორისო, აპრობირებული მეთოდოლოგიებით, რაც სამუშაო პროცესებს გაცილებით პროგნოზირებადსა და ეფექტურს გახდიდა. 

გადაწყვეტილება, რომელიც პროგრამის შინაარსმა და სანდოობამ განსაზღვრა 

ანასთვის პროექტების მართვის კურსის შერჩევისას გადამწყვეტი როლი სასწავლო პროგრამის შინაარსმა ითამაშა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სილაბუსი, რომელიც იდეალურად აბალანსებდა ინოვაციურ მიდგომებსა და იმ საბაზისო პროცესებს, რაც პროექტის წარმატებულ დაგეგმვასა და მართვას სჭირდება. 

თავად აკადემიის შერჩევაში კი BDO- ბაზარზე არსებულმა მაღალმა რეპუტაციამ და სანდოობამ ითამაშა მთავარი როლი. როგორც ანა აღნიშნავს, წინასწარი მოლოდინები რეალობას სრულად დაემთხვა. 

სწავლა პროდუქტიულ და გამოცდილების გამზიარებელ გარემოში 

კურსზე ანას საოცრად პოზიტიური, მხარდამჭერი და პროდუქტიული გარემო დახვდა. “პირველივე შეხვედრიდან იგრძნობოდა ლექტორის მაღალი კომპეტენცია და ის დადებითი პიროვნული თვისებები, რაც სასწავლო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა”. 

ამასთანავე, სწავლის პროცესის ღირებულ ნაწილად იქცა თავად ჯგუფი, სადაც სხვადასხვა სფეროსა და პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანები შეიკრიბნენ. მათმა პრაქტიკულმა ისტორიებმა და ქეისების გაზიარებამ ანასთვის სწავლის პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. 

დასკვნითი პროექტი სტრესის გარეშე, თანმიმდევრული ნაბიჯებით 

კურსის მნიშვნელოვანი ეტაპი ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო. სასწავლო პროცესის სწორმა სტრუქტურირებამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, თითოეულ შეხვედრაზე ნაბიჯნაბიჯ, დეტალურად განეხილათ პროექტის ცალკეული კომპონენტები. 

სწორედ ამ თანმიმდევრულობის დამსახურებით, ანასა და მისი ჯგუფისთვის დასკვნით პროექტზე მუშაობამ სრულიად ბუნებრივად, სტრესის გარეშე ჩაიარა და მიღებული ცოდნის საუკეთესო კონსოლიდაციად იქცა. 

როდესაც გამოცდილება სისტემაში მოდის 

კურსის დასრულების შემდეგ, მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ანა ნეფარიძის სამუშაო დღის წესრიგზე. პროცესების ორგანიზების თვალსაზრისით, მან უამრავი ახალი მიდგომა აღმოაჩინა, რომელთა ნაწილსაც უკვე აქტიურად იყენებ პრაქტიკაში: 

დაგეგმვისა და რისკების მართვის ახალმა ინსტრუმენტებმა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა კიდევ უფრო სტრუქტურირებული და გააზრებული გახადა. კურსმა სისტემაში მოიყვანა ჩემი აქამდე არსებული პრაქტიკული გამოცდილება, შემძინა მეტი თავდაჯერებულობა და გამოკვეთა ჩემი შემდგომი პროფესიული განვითარების მიმართულებები.“ 

დღეს, ახალი ხელსაწყოების დახმარებით, ანა მკაფიოდ ხედავს, როგორ მართოს ნებისმიერი მასშტაბის პროექტი ეფექტურად, რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციით. 

შეჯამება 

პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღება არ არის ის საკუთარი ინტუიციური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და გაძლიერებაა. ანა ნეფარიძისთვის BDO Academy-ის პროექტების მართვის კურსი ზუსტად ის გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც არსებულ გამოცდილებას სისტემურობა, მეტი თავდაჯერებულობა და ახალი მასშტაბები შესძინა.