საერთაშორისო სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება: SPHRi-ისკენ წარმატებული გზა
Nana Ezugbaia2026-05-27T18:41:24+04:00თანამედროვე HR სფეროში წარმატება მხოლოდ თეორიულ კომპეტენციას აღარ ეყრდნობა, ის მოითხოვს ტენდენციების მუდმივ ანალიზს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესის სტრატეგიულ პროცესებში აქტიურ ჩართულობას. #აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO Academy-ის კურსდამთავრებულის, ნატალი რაზმაძის ისტორიას, რომელმაც SPHRi (Senior Professional in Human Resources International) სერტიფიკატის მოპოვებით საკუთარი კომპეტენცია საერთაშორისო დონეზე განამტკიცა. მოტივაცია: რატომ არის აუცილებელი პროფესიული ზრდა? მიუხედავად პრაქტიკული გამოცდილებისა, ნებისმიერი პროფესიონალის მთავარი პრიორიტეტი მუდმივი განვითარება უნდა იყოს. კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი HR პროცესების სტრუქტურირება და გლობალურ პრაქტიკებზე დაფუძნებული ხედვის ჩამოყალიბება იყო, რაც ყოველდღიურ საქმიანობას მეტ ეფექტიანობას შესძენდა. „სწორედ ამ სურვილმა მიბიძგა, პროფესიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა“, - გვიზუსტებს ნატალი. არჩევანი: SPHRi და [...]