თანამედროვე HR სფეროში წარმატება მხოლოდ თეორიულ კომპეტენციას აღარ ეყრდნობა, ის მოითხოვს ტენდენციების მუდმივ ანალიზს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესის სტრატეგიულ პროცესებში აქტიურ ჩართულობას. #აკადემიელების რუბრიკაში გიზიარებთ BDO Academy-ის კურსდამთავრებულის, ნატალი რაზმაძის ისტორიას, რომელმაც SPHRi (Senior Professional in Human Resources International) სერტიფიკატის მოპოვებით საკუთარი კომპეტენცია საერთაშორისო დონეზე განამტკიცა.

მოტივაცია: რატომ არის აუცილებელი პროფესიული ზრდა?

მიუხედავად პრაქტიკული გამოცდილებისა, ნებისმიერი პროფესიონალის მთავარი პრიორიტეტი მუდმივი განვითარება უნდა იყოს. კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი HR პროცესების სტრუქტურირება და გლობალურ პრაქტიკებზე დაფუძნებული ხედვის ჩამოყალიბება იყო, რაც ყოველდღიურ საქმიანობას მეტ ეფექტიანობას შესძენდა. „სწორედ ამ სურვილმა მიბიძგა, პროფესიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა“, – გვიზუსტებს ნატალი.

არჩევანი: SPHRi და BDO Academy

SPHRi სერტიფიცირება უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა HR-ის სტრატეგიული მიმართულებების სიღრმისეულად შესასწავლად. სერტიფიკატის ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის ჰარმონიულად აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და ბიზნესთან დაკავშირებულ სტრატეგიულ ხედვას.

“BDO Academy-ის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი სწავლების მაღალი ხარისხი, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომა და ძლიერი მენტორობა იყო, ჩემთვის პრიორიტეტული იყო გარემო, სადაც თეორიულ ცოდნას რეალური პრაქტიკული გამოცდილება დაუპირისპირდებოდა,“ – ამბობს კურსდამთავრებული.

სასწავლო პროცესი და მენტორობა

BDO Academy-სთან საუბრისას, ნატალი ხაზს უსვამს სასწავლო კურსის დინამიკურობასა და ინტერაქციულ ფორმატს, რაც მონაწილეებს სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებთან გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევდა. ნატალის აზრით, ამ პროცესში განსაკუთრებული იყო ლექტორის როლი – “პრაქტიკულმა რჩევებმა და სწორმა მითითებებმა სტუდენტებს რთული თემების პრიორიტეტიზაციასა და მასალის ეფექტურად ათვისებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.” გვიდასტურებს ნატალი.

გამოცდის გამოცდილება და შედეგები

გამოცდის ფორმატი ორიენტირებული იყო ანალიტიკურ აზროვნებასა და რეალურ ქეისებზე გადაწყვეტილებების მიღებაზე. საფუძვლიანმა მომზადებამ კი პროცესი ნაკლებად სტრესული და მეტად თავდაჯერებული გახადა.

სერტიფიკატის მოპოვებამ კურსდამთავრებულს უდიდესი მოტივაცია და კარიერული ზრდის რწმენა მოუტანა. „მიზნის მიღწევა განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომელმაც დამარწმუნა, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევა შემიძლია“, – აჯამებს ნატალი.

SPHRi-ის სერტიფიკატის მოპოვება პროფესიონალს არაერთ მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს. პირველ რიგში, ის ეხმარება HR-ს, გაცილებით სიღრმისეულად გაიაზროს საკუთარი სტრატეგიული როლი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებში. ამასთან, კურსის გავლის შედეგად მიღებული გლობალურ სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნა აამაღლებს სპეციალისტის პროფესიულ სანდოობას, რაც საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, კარიერული განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.