თანამედროვე სამუშაო გარემოში პროექტების მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოზიციის პასუხისმგებლობა. სხვადასხვა სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის ის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა, სადაც წარმატებას არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ სისტემური ცოდნა, თანამედროვე მეთოდოლოგია და სწორი ინსტრუმენტების გამოყენება განსაზღვრავს.
სწორედ ამ საჭიროებამ მიიყვანა ლანა ხარაზიშვილი BDO აკადემიის პროექტების მართვის კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტების მართვა მის ყოველდღიურ საქმიანობაში დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო გაერკვია, რამდენად შეესაბამებოდა პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება საერთაშორისო მიდგომებსა და თანამედროვე სტანდარტებს.
გამოცდილების გაღრმავების სურვილი
ლანასთვის პროფესიული განვითარება არასოდეს ყოფილა ერთჯერადი გადაწყვეტილება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება მისი კარიერული გზის ბუნებრივი ნაწილია.
სწორედ ამიტომ აირჩია მან BDO აკადემია, რომლის გამოცდილებასაც უკვე იცნობდა. გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც აკადემიისადმი არსებულმა ნდობამ, ისე კურსის სილაბუსმა და პროგრამის ხელმძღვანელის პროფესიულმა გამოცდილებამ.
სწავლა, რომელიც პრაქტიკასთან არის დაკავშირებული
ლანა აღნიშნავს, რომ კურსის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა სწავლის კარგად ორგანიზებული პროცესი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდია.
ლექტორის მუდმივი მხარდაჭერა და რეალური პროექტებიდან გაზიარებული მაგალითები დაეხმარა მას, არა მხოლოდ უკეთ გაეგო პროექტების მართვის მეთოდოლოგია, არამედ დაენახა, როგორ მუშაობს თითოეული ინსტრუმენტი რეალურ ბიზნეს გარემოში.
„სასწავლო პროცესი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი. თითოეული ახალი საკითხის განხილვისას მუდმივად ვგრძნობდი ლექტორის მხარდაჭერას. განსაკუთრებით ღირებული იყო მისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რომელიც პროცესებისა და მეთოდოლოგიის გაცილებით უკეთ გააზრებაში დამეხმარა.“
დასკვნითი პროექტი ცოდნის კონსოლიდაციის ეტაპი
კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დასკვნითი პროექტი იყო, რომელმაც სტუდენტებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მისცა. ლანა ამ პროცესს საინტერესოსა და დინამიკურს უწოდებს. სწორედ პროექტზე მუშაობისას შეძლო კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია და სხვადასხვა ინსტრუმენტის ერთიან პროცესად აღქმა:
„დასკვნით პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და აზარტული პროცესი იყო. სწორედ ამ ეტაპზე შევძელი კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის კონსოლიდირება და პრაქტიკაში გამოყენება.“
როდესაც გამოცდილება ცოდნით მყარდება
კურსის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ლანასთვის ის იყო, რომ ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც მანამდე ინტუიციურად იღებდა, სრულად ემთხვეოდა პროექტების მართვის თანამედროვე პრინციპებს. ამან პროფესიული თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაუძლიერა, ხოლო ახალი ინსტრუმენტების გაცნობამ მისი სამუშაო პროცესი უფრო ეფექტური და სტრუქტურირებული გახადა.
„ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ რასაც აქამდე ინტუიციურად ვაკეთებდი, თანხვედრაში იყო იმ მიდგომებთან, რაც კურსის განმავლობაში ვისწავლეთ. ამასთან ერთად, გავეცანი ახალ ინსტრუმენტებს, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.“
დღეს ლანა აღნიშნავს, რომ მიღებული ცოდნის საფუძველზე მისი სამუშაო პროცესი გაცილებით უფრო ორგანიზებული გახდა, რაც დროის უკეთ მართვასა და მოკლე პერიოდში უფრო მაღალი შედეგების მიღწევაში ეხმარება.
შეჯამება
პროფესიული განვითარება მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებას არ ნიშნავს ის უკვე არსებული გამოცდილების გააზრებას, სისტემატიზაციასა და უფრო ეფექტურ პრაქტიკად გარდაქმნასაც გულისხმობს. სწორედ ამ გზას გადის ლანა ხარაზიშვილი, რომლისთვისაც BDO Academy-ის პროექტების მართვის კურსი გამოცდილებისა და თანამედროვე ცოდნის ბუნებრივი შერწყმის შესაძლებლობა აღმოჩნდა.