ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით 2020 წელს დადგენილი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში არსებითად დასაქმებულის მხარეზეა მორგებული და სამართლიანად ემსახურება მისი ინტერესების დაცვას. კოდექსში გაჩნდა „ნორმირებული სამუშაო დროის“ განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში, ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შინაარსი პირდაპირ მიება ნორმირებულ სამუშაო დროს, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ „ზეგანაკვეთური სამუშაო“ არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. აქედან გამომდინარე, შეცვლილია მოდელი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო კვირაში 40 საათიანი რეჟიმის გადაჭარბებისას წარმოიშობოდა.
ამ მიმართულებით გთავაზობთ კურსებს: