BDO Academy-მ მსოფლიოში HR-ის კუთხით ლიდერი ორგანიზაციის „ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტის“ (HRCI) მოსამზადებელი კურსების ოფიციალური პროვაიდერის (CPP) სტატუსი მოიპოვა შემდეგი სერტიფიცირებების მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (aPHRi™)
  • პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (PHRi™)
  • უფროსი პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (SPHRi™)
  • საერთაშორისო პროფესიონალი ადამიანურ რესურსებში (GPHR®)

აღსანიშნავია, რომ BDO Academy პირველი ოფიციალური ტრენინგ პროვაიდერია მთელს ამიერკავკასიაში, რომელიც ამ პრესტიჟული სტატუსით ისარგებლებს.

HRCI-ის სერტიფიცირების მოსამზადებელი კურსების პროვაიდერები წარმოადგენენ ამ ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს და ხელს უწყობენ ადამიანური რესურსების პროფესიონალთა კარიერული პოტენციალის ამაღლებას. ჩვენი, როგორც ამ დიდი ქსელის ნაწილის, მიზანია არა მარტო ადამიანური რესურსების მართვის მაღალი ხარისხის სერტიფიცირების პროგრამების შეთავაზება, არამედ ორგანიზაციებისა და ინდივიდების განგრძობითი განვითარების მუდმივი ხელშეწყობა.

BDO Academy-ის მოსამზადებელი კურსები HRCI სერტიფიცირების კანდიდატებს დაეხმარება გადალახონ ნებისმიერი გამოწვევა ამ სფეროში და გახდნენ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

HRCI-ის ტიტულის უპირატესობები

  1. დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ
  2. უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი
  3. სწრაფი კარიერული წინსვლა
  4. მაღალი ანაზღაურება
  5. კურსდამთავრებულის პრესტიჟული სტატუსი
  6. ონლაინ ბეჯი სოციალურ ქსელებში სტატუსის გამოსახატად.

ამჟამად, BDO Academy გთავაზობთ საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სერტიფიცირების მოსამზადებელ კურსს PHRi-ში (Professional in Human Resources International), რომელსაც უძღვება PHRi-ის სერტიფიკატის მფლობელი თეიკო ბოკუჩავა, PHRi – 17 წლიანი გამოცდილებით HR-ის სფეროში.

PHRi-ის სერტიფიცირების შესახებ

PHRi™ საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტულია, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI) გთავაზობთ. HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტებს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. 500 000-მდე HR პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 125-ზე მეტ ქვეყანაში.

PHRi™-ის ტიტულის მფლობელები ხვდებიან ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები, პირველ რიგში, ამ ბაზებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში, პროფესიულ და სოციალურ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ PHRi™-ის ელექტრონულ სამკერდე ნიშანს. მაგ. Teiko Bokuchava, PHRi.

გამოცდაზე გასვლის პრე-რეკვიზიტები

  1. მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + სამაგისტრო ხარისხი ან საეთაშორისო ექვივალენტი.
  2. მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + საბაკალავრო ხარისხი ან საერთაშორისო ექვივალენტი.
  3. მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე hr-ის პოზიციაზე + ატესტატი ან საერთაშორისო ექვივალენტი.

გამოცდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

BDO Academy-ის ტრენინგის პრე-რეკვიზიტები

  • ინგლისური ენა B2
  • აკადემიური ხარისხი ან სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით.

შემოგვიერთდით, BDO Academy ახალ ეტაპზე გადადის.